“კატის თვალი” არ არის ერთი კონკრეტული მინერალი, ეს არის სახელი, რომლითაც მოიხსენიებენ ისეთ მინერალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ოპტიკური თვისებები ახასიათებთ. ეს ვიზუალური ეფექტი საკმაოდ საინტერესო ფენომენია, რადგანაც ძალიან ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ მინერალებში გვხვდება.
მაგალითად ერთ-ერთი უიშვიათესი ვარიანტი ალექსანდრიტია, ასევე გვხვდება ტურმალინსა და კვარცის სხვადასხვა ვარიაციებში. განსაკუთრებულად პოპულარული ვეფხვის თვალია.
ასევე კატის თვალის ეფექტი შეიძლება ნახოთ აპატიტში, იოლიტში, აკვამარინში, ტანზანიტსა და ზურმუხტში.
ამიტომაც, როდესაც წააწყდებით სამკაულს სახელად “კატის თვალი” აუცილებლად გადაამოწმეთ, თუ რომელი ქვაა კატის თვალის ეფექტით, რადგანაც ხშირად, ბაზარზე იყიდება სხვადასხვა ფერის შუშები, რომლებსაც აქვთ ცნობიტლი “კატის თვალის” ეფექტი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნატურალური ქვის მაგიერ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტაციები არიან.
ფოტოებზე ნაჩვენებია სინთეტიკური, შუშის კატის თვალი.