კიანიტი

ქიმიური ფორმულა – Al2O[SiO4]
სიმაგრე – 4 – 4.5
ფერი – ცისფერი, გამჭირვალე, ყავისფერი.

კიანიტის სახელი ძველი ბერძნული სიტყვიდან ‘kuanos’ ან ‘kyanos’ მოდის, რაც თარგმანში „მუქ ლურჯს“ ნიშნავს. მიუხედავად ამ სახელისა, კიანიტი შეიძლება იყოს ღია ცისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე ან სულაც უფერული. ცოტა ხნის წინ ტანზანიაში სტაფილოსფერი კიანიტი აღმოაჩინეს.

საბადოები

კიანიტის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბურმა, ბრაზილია, კამბოჯა, ინდოეთი, კენია, ნეპალი, რუსეთი, სერბეთი, შვეცია, ტანზანია, აშშ დაზიმბაბვე.

თვისებები

ეზოთერიკოსების თქმით, კიანიტი სიზმრებისა და ვიზუალიზაციის ქვაა. მას ადამიანის ცხოვრებაში ერთგულება, გულახდილობა და სიმშვიდე მოაქვს. როგორც ამბობენ, ის არ იზიდავს ნეგატიურ ენერგიას, და შედის იმ ქვების მცირე სიაში, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სისტემატიური გაწმენდა. კიანიტი ასოცირდება ყველა ჩაკრასთან და ხელს უწყობს მათ სწორად ამუშავებას. როგორც ამბობენ, ადამიანს ეხმარება სრულად შეიცნოს საკუთარი პოტენციალი და წარმატებისკენ ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე იაროს. კარგია სწორი და გამართული მეტყველებისთვის.

არსებობს ლეგენდა, რომ კიანიტი მხოლოდ წესიერ და კეთილ ადამიანებს ეხმარება და რომ მას შრომისმოყვარე მფლობელისთვის დიდი წარმატება მოაქვს, ახვედრებს სწორ ადამიანებს, ეხმარება განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, სწორი ბიზნესპარტნიორების მოზიდვაში და კარგი ადამიანების დამეგობრებაში.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები კიანიტს უჯრედების განვითარებისთვის, ნერვული და ენდოკრინოლოგიური პრობლემების დროს იყენებენ. ასევე კარგია ტვინის მუშაობისთვის და ამცირებს ორგანიზმის წნევას.

ჩაკრები

ასოცირდება ყველა ჩაკრასთან, განსაკუთრებით ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.