ლაბრადორიტი

ქიმიური ფორმულა: NaAIASi308 – CaAL2Si208
სიმაგრე – 6 – 6.5
ფერი – ფერადი, ლურჯი, სტაფილოსფერი, იისფერი, მწვანე, ცისფერი.

ლაბრადორიტს სახელი კანადაში მდებარე რეგიონის “ლაბრადორის” – საპატივცემულოდ დაერქვა. ეს მინერალი ამავე ტერიტორიაზე 1770 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ ლაბრადორიტი სხვა ლოკაციებზეც იქნა აღმოჩენილი.

ლაბრადორიტის ოპტიკური ეფექტი იმდენად უნიკალურია, რომ მას სახელი “ლაბრადორესენსი” დაერქვა. სწორედ ამის გამო ლაბრადორიტის გაყალბება შეუძლებელია. სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას ლაბრადორი სხვადასხვა ფრად კაშკაშებს, მისი ფერი შეიძლება იყოს ღია ცისფრიდან მუქ იისფრამდე გრადაციებში.

საბადოები

ლაბრადორიტი კანადაში აღმოაჩინეს რომელიც დღემდე, ლაბრადორიტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. ამის გარდა ლაბრადორიტის მოპოვება შესაძლებელია ავსტრალიაში, მადაგასკარზე, მექსიკაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და აშ.შ-ში.

თვისებები

მინერალების სამყაროში ლაბრადორიტი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამცავ ქვად მიიჩნევა. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ლაბრადორიტის ტარებისას მფლობელის მიძინებული ძალები და ტალანტები იღვიძებს. მიიჩნევა, რომ ეს ულამაზესი ქვა აძლიერებს იმუნიტეტსა და ინტუიციას. სამუშაოს დროს, მფლობელს ეხმარება მოიკრიბოს კონცენტრაცია და სხვადასხვა ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს;

როგორც ამბობენ, ლაბრადორიტი ამშვიდებს გადაღლილ გონებას და ადამიანს კრეატიულ მხარეს უვითარებს. სწორედ ამიტომ, ამ ქვას ხშირად იყენებენ მუსიკოსები, რეჟისორები, მსახიობები, ორატორები და დიზაინერები;

ფოტო – mantragems

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ლაბრადორიტი ხელს უწყობს ორგანიზმის გამყარებას, ზოგიერთი მკურნალი თვლის, რომ ეს მინერალი ამსუბუქებს ხერხემლის ტკივილებს, აუმჯობესებს ძილს.

ჩაკრები

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.

(სხვადასხვა ფერსი მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ჩაკრაზე გამოყენება)