ლაზურიტი – ლაჟვარდი

ქიმიური ფორმულა – Na6Ca2[S,SO4,Cl2)2lAl6Si6O24]
სიმაგრე – 5 – 6
ფერი – ლურჯი

ამ ულამაზეს მინერალს საუკუნეების მანძილზე უძველეს ცივილიზაციებშიც კი იყენებდნენ. მისი მოპოვება ავღაეთში იყო შესაძლებელი და არქეოლოგიური გათხრებისას, კავკასიის რეგიონში, სამარხებშია აღმოჩენილი. ლაზურიტი სამეფო ქვად ითვლებოდა, ამის დამამტკიცებელია ისიც, რომ ფარაონ ტუტანხამონის დამკრძალავ ნიღაბში, თვალის გარშემო ნაწილი, ლაზურიტის ქებითაა მოჭედილი.

მას სახელი ულამაზესი ფერის გამო დაერქვა. ლათინური სიტყვა ‘lapis’ „ქვას“ ნიშნავს, ხოლო არაბულად, სიტყვა ‘lazaward’ ლურჯ ფერს.

ლაზურიტი უფრო ქვაა,  ვიდრე მინერალი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესაა თეთრი ჩანართები – კალციტი და კაშკაშა წერტილები – პირიტი.

საბადოები

დაახლოებით 6000 წლის წინ, ყველაზე ძველი ლაზურიტის საბადო ავღანეთში იყო. დღესაც ითვლება რომ ავღანეთი საუკეთესო ხარისხის ლაზურიტს გვაწვდის. მიუხედავად ამისა არსებობენ სხვა მომწოდებლებიც რომელიც ხარისხით ავღანურს არ ჩამოუვარდება: არგენტინა,  კანადა, ჩილე, ინდოეთი, იტალია, რუსეთი და აშშ.

ძველქართულად ლაზურიტს  – ლაჟვარდს უწოდებდნენ.

 „ლურჯი ქვა. ლაჟვარდი მოხსენიებულია XVIII ს. ერთ-ერთ ხელნაწერში, კერძოდ იოანე ბატონიშვილის მიერ შესრულებულ მინაწერში (H 2375, 118r-v). ხმელი ბუნების მქონე საღებავის მომზადების შესახებ იხ. XVIII ს. ხელნაწერში: „ძვირფას თვალთა მოპოვების ისტორია და მათი სამკურნალო თვისებები“ (S 3722, 40r-v).“ka.georgica.ac.ge

თვისებები

ძველად ამბობდნენ, რომ ლაზურიტი ადამიანს  მფარველ ანგელოზთან კონტაქტში ეხმარებოდა და რომ აძლიერებდა ინტუიციას. მას ერთ-ერთ საუკეთესო სამედიტაციო ქვად მიიჩნევენ, რადგანაც ამშვიდებს გონებას და ადამიანს კონცენტრირებაში ეხმარება.

ეზოთერიკოსების თქმით, ლაზურიტი ძლიერი დამცავი ქვაა, ის მფლობელს თავიდან აარიდებს ენერგეტიკულ ვამპირებს და ნეგატიურ შემოტევებს.

მიიჩნევა, რომ ლაზურიტი არის კომუნიკაციის ქვა. ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან, ამიტომაც ის ადამიანს დაეხმარება სწორ დროს სწორი სიტყვისა და წინადადების თქმაში. ეზოთერიკულ სამუყაროში მიიჩნევენ, რომ ლაზურიტი მფლობელს მენტალურ და ემოციურ სიმამაცეს უღვივებს, გააძლიერებს გონებას და გააღრმავებს კრეატიულ უნარს, მფლობელს ასევე ყოველი დღისა და ბიზნესის ორგანიზებაში ეხმარება. 

როგორც ამბობენ, მას მოაქვს შინაგანი სიმშვიდე და იმედი, რომელიც მომავალში ღვივდება და იქცევა გამბედაობად, თავდაჯერებულობად და მიზანმიმართულობად.

სამკურნალო თვისებები

ძველად ამ ქვას თავის ტკივილების, სხეულის სიძლიერისთვის, ძილისა და მხედველობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. თანამედროვე ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ლაზურიტი კარგია ნერვული სისტემის, მეტყველების პრობლემების, დეპრესიის, იმუნური სისტემის, ძვლების, თვალებისა და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემების  დროს.

ჩაკრები

ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან – ვიშუდჰა.