ლარიმარი

ქიმიური ფორმულა – NaCa2Si3O8
სიმაგრე – 4.5 – 5
ფერი – ცისფერი

მიუხედავად იმისა, რომ ლარიმარი კომერციალურად ის ახალ ქვად ითვლება, მის შესახებ ბევრი ლეგენდა და ისტორია არსებობს. ამ ულამაზესი ცისფერი ქვის მოპოვება მხოლოდ დომინიკელთა რესპუბლიკაშია შესაძლებელი. ლარიმარი, მამა მიგელ დმინიგო ფუერტეს ლორენმა, 1916 წელს აღმოაჩინა, მაგრამ მისი არსებობის შესახებ, შემდგომ აღმოჩენამდე (1974) მიავიწყდათ.  მეორე აღმოჩენა დომინიკელ მიგელ მენდესს და ნრმან რილინგს ეკუთვნით. ლარიმარის სახელი მიგელის ქალიშვილის „ლარისას“ სახელის პირველი ნაწილით და ესპანური სიტყვა „მარის“ (თარგმანში ნშნავს ზღვას) შერწყმით არის მიღებული.

საბადოები

ლარიმარის მოპოვება მხოლოდ დომინიკელთა რესპუბლიკაშია შესაძლებელი. ამიტომაც, ეს ქვა საკმაოდ ძვირია.

თვისებები

ზოგადად ითვლება, რომ ლარიმარი კომუნიკაციის, სიმშვიდისა და ჰარმონიის ქვაა. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, დაძაბულობის შემთხვევაში მოაქვს რელაქსაცია, ამიტომაც მისი ტარების ან სახლში მოთავსების შემთხვევაში იქმნება სასიამოვნო ატმოსფერო. როგორც წყლის ელემენტის მქონე ქვა, დაამშვიდებს ფეთქებადი ხასიათის ადამიანებს.

ლარიმარს ეზოთერიკოსები ზღვის ქვად მიიჩნევენ. არსებობს ლეგენდები, რომ თუ ადამიანს ხშირი შეხება აქვს წყალთან, ეს ქვა მას დაიცავს უბედური შემთხვევებისგან.

მიიჩნევა, რომ კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ხშირი საუბარი და თვითგამოხატვა უწევს, ასევე გამოადგებათ ვოკალისტებს, ორატორებს და მომღერლებს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ლარმარის ქვებს ყელისა და რესპირატორული პრობლემების დროს ყენებენ. როგორც ამბობენ კარგია ფილტვების, მეტყველებისა და ჩიყვის პრობლემებისას.

ჩაკრები

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.