ლალი

ქიმიური ფორმულა – Al2O3
სიმაგრე – 9
ფერი – წითელი, შინდისფერი

ლალი მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქვად ითვლება. უმეტეს შემთხვვაში ლალის პატარა ქვებს, ბრილიანტის მოზრდილ ქვებზე დიდი ფასი აქვთ. ლალი საუკუნეების მანძილზე მისი ულამაზესი ფერის, თვისებებისა და სიმკვრივის გამო დიდად დაფასებული და ხალხის უსაყვარლესი თილისმა იყო.

ძველ ინდოეთში, სანსკრიტში, ლალს “ratnaraj” ჰქვია, რაც თარგმანში „ქვების მეფეს“ ნიშნავს. ლალის შესახებ, სანსკრიტში, ბიბლიაში და ბევრ უძველეს ნაწერებშია ნახსენები, ამიტომაც, მის შესახებ უამრავი ლეგენდა და ისტორია არსბობს.

„გამჭვირვალე წითელი ფერის ქვა, ისტორიულ წარსულში ლალი წარმოადგენდა იმპორტულ ქვას, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, მისი სახელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა, ხოლო ევროპულ ქვეყნებში რუბინი ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა ძნელი საშოვნელი იყო, ქართული ოქრომჭედლობის არაერთი ნიმუშია შემკული ლალის თვლებით, მაგ., ბორში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ერთ ყელსაბამს 29 ცალი ლალის ქვა ამკობს. ლალის გამოყენება საქართველოში გაიზარდა შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით საეკლესიო ნივთებში. ქართულ მწერლობაში ლალი იქცა ბრწყინვალე წითელი ფერისა და სილამაზის სიმბოლოდ. ღვინოც კი, ასე სანუკვარი პროდუქტი, ქართველს ლალისათვის შეუდარებია. – ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965. ე. ნ.“ – nplg.gov.ge

იშვიათობის გამო, ლალს ხშირად ღებავენ, ხოლო ბზარების ამოსავსებად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ.

არსებობს ლალის იმიტაციებიც, უნდა გაითვალისწონოთ, რომ დიდი ზომის ლალის ქვები ძალიან იშვიათი და ძვირია. ქვის სიძველეც არ არის მისი ნამდვილობის გარანტია.

მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაბალი ხარისხის, გაუმჭირვალე ლალის ქვებს უპრობლემოდ იშოვით, მაგრამ სხვა ქვებისგან განსხვავებით, ფასი შედარებით ძვირია.

ფოტოზეა ნატურალური ლალის ხარისხები, AAA – უმაღლესი, AA – საშუალო, A – დაბალი

საბადოები

ლალის ყველაზე დიდი მომწოდებელი ბურმა და ტაილანდია, გარდა ამისა ლალის ნახვა შრილანკაში, ტანზანიაში, ავღანეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდეთში, კამბოჯაში, კენიაში, მადაგასკარში, მოზამბიკში, ნეპალში, პაკისტანში, ვიეტნამსა და აშშ-შია შესაძლბელი.

თვისებები

ლალს საუკუნეების მანძილზე მმართველების ქვად მიიჩნევდნენ და სიმდიდრისა და შეძლებულობის თილისმად ითვლებოდა. ნათქვამია, რომ ის ადამიანში ცნობისმოყვარეობას და ახლის შესწავლის სურვილს აღვიძებს.

ლალი ძლიერ დამცავ მინერალად მიიჩნევა. ამბობენ, რომ ლალი მწუხარებასა და ბოროტს აგარიდებთ. მას ასევე სიზმრების საკონტროლებლად და დავიწყებული მოგონებების გასახსენებლად იყენებენ.

საუკუნეების მანძილზე ლალი ვნებისა და ღრმა სიყვარულის, გამბედაობისა და სიძლიერის მომტან ქვად ითვლებოდა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაევტებისა და ძველი მკურნალების მიხედვთ ლალი კარგია შემდეგი პრობლემებისას: ართრიტი, ძვლები, სისხლის მიმოქცევა, ცირკულარული სისტემები, სხეულის ტემპერატურა, ქრონიკული დაღლილობა, გულის პრობლმები, კანის მდგომარეობა, სისხლის წნევა, ენდოკრინოლოგიური სისტემა. ზოგადად კი მიიჩნევა, რომ ლალი ძლიერი და გამაჯანსაღებელი ენერგეტიკის მატარებელი ქვაა, ამიტომაც, ის მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ, ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.