ლოდოლიტი – ბაღის კვარცი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – გამჭირვალე ჩანართებით.

ლოდოლიტი ჩანართებიანი კვარცის ნაირსახეობაა, რომელიც უამრავ ფერში და ფორმაში გვხვდება. ამდენი სახელიც სწორედ მისი საოცარი ვიზუალის დამსახურებაა.

ალტერნატიული სახელები: ლოდოლიტის კვარცი, ლოდალიტი, ბაღის კვარცი, ხედის კვარცი, აჩრდილის კვარცი, მხატვრული კვარცი, ლანდშაპტური კვარცი.

საბადოები

ლოდოლიტი უმეტესად ბრაზილიაში მოიპოვება, მაგრამ მისი ნახვა, მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებშიცაა შესაძლებელი.

თვისებები

ეზოთერიკოსების აზრით, ლოდოლიტი წარსული ცხოვრების ტრავმის და ბავშვობაში ჩარჩენილი მოგონებების გადატანასა და დავიწყებაში დაეხმარება მფლობელს. ბაღის კვარცს უმეტესად მედიტაციისთვისა და კონცენტრაციისთვის იყენებენ. მიიჩნევა, რომ აძლიერებს ადამიანის სულიერ ენერგიას და მას მფლობელისთვის სიყვარულისა და სნაზის განცდები მოაქვს.

საერთოში ლოდოლიტი უფრო სულიერ ქვად ითვლება, რომელიც გაწმენდს მფლობელის აურას, დაამშვიდებს ნერვებს, მფლობელს ცხოვრებისა და მიზნების მოწესრიგებაში დაეხმარება და მის გონებას უფრო მეტი ასპექტების აღქმისთვის გახსნის.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, ლოდოლიტი უმეტესა გამოიყენება ტკივილების შესამსუბუქებლად, თავის, სახსრების, ყელის, თვალების და სხვადასხვა ორგანოების ტკივილისას. ასევე ხშირად იყენებენ მას ნერვული სისტემისთვის და ძილის გასაუმჯობესებლად.

ჩაკრები

ასოცირდება ვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა.