მალაქიტი

ქიმიური ფორმულა – Cu2(CO3)(OH)2
სიმაგრე – 3.5 – 4
ფერი – მწვანე

მალაქიტის სახელი ძველი ბერძნული სიტყვა “malache”-დან მოდის, რაც თარგმანში „ბალბას“ (მცენარე) ნიშნავს, რადგანაც მალაქიტს ბალბის ფოთლის მსგავსი ფერი აქვს. არსებობს ალტერნატიული ინფორმაციაც, რომ სახელი მალაქიტი ასევე ბერძნული სიტყვა “malakos”-იდან მოდის, რაც თარგმანში რბილს ნიშნავს, მოგეხსენებათ, მალაქიტი საკმაოდ რბილი ქვაა.

მალაქიტის შესახებ ცნობები ძველი ეგვიპტელების, ბერძნების და რომაელების დროიდან მოდის. ისინი ამ მვანე ქვას ამულეტებისა და სამკაულის დასამზადებლად იყენებდნენ. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ძველი ეგვიპტელები მალაქიტის ფხვნიდნენ და თვალის ჩრდილისთვის იყენებდნენ, როგორც დეკორატიულ მაკიაჟს. არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ მალაქიტი მვანე ფერის პიგმენტადაც, ქსოვილების შესაღებად გამოიყენებოდა.

მალაქიტის ქვით სახელგანთქმული ქვეყანა რუსეთი გახლავთ. წლების წინ რუსეთში მალაქიტს ტონობით მოიპოვებდნენ და მისგან ოთახებსა და თაღებს ამზადდებდნენ.

საბადოები

მიუხედავად იმსა, რომ წლების წინ რუსეთი მალაქიტის მთავარი მომწოდებელი იყო, დღეს იქ ამ ქვის რაოდენობა შემცირებულია და მთავარ მომწოდებლად აფრიკა ითვლება. მალაქიტის ნახვა ასევე ავსტრალიაში, ჩილეში, ნამიბიაში, ზიმბაბვესა და არიზონაშია შესაძლებელი.

იმიტაციები

მალაქიტს რაოდენობა ბუნებაში ნელ-ნელა მცირდება, ამის გამო ბაზარზე ძალიან ხშირად წააწყდებით მის იმიტაციებს. მალაქიტის იმიტაციებს პლასტმასისგან და შუშისგან აკეთებენ და ნატურალური მალაქიტის ფასში ყიდიან. ყალბი და ნატურალური მალაქიტის ერთმანეთისგან გარჩევას დამოუკიდებელ სტატიაში განვიხილავთ.

ქვედა ხელოვნური მალაქიტია, ზედა – ნატურალური.

თვისებები

ძველად მალაქიტი ავი სულებისა და თვალისგან დამცავ ქვად ითვლებოდა. მიიჩნევა, რომ ის ბავშვებისთვის ძალიან კარგი თილისმაა. ამბობენ, რომ მალაქიტს ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონია და სიყვარული მოაქვს. ის მფლობელს დაეხმარება სწრაფად და გამჭრიახად აზროვნებაში. მალაქიტი მიიჩნევა შესაძლებლობების ქვად. სწორედ ამ თვისების გამო ამბობენ, რომ მალაქიტი ფინანსების ქვაც არის.

სამკურნალო თვისებები

დღევანდელი ლიტოთერაპევტები და ძველი მკურნალები მალაქიტს შემდეგი პრობლემების დროს იყენებდნენ: ტკივილები, რევმატიზმი, ასთმა, გულისა და ფილტვების პრობლემები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ქსოვილების რეგენერაცია, ნერვული სისტემა.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.