მიჩიგანში მანათობელი ქვა აღმოაჩინეს

მოგესალმებით ჩემი კარგო ხალხო. ძალიან საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ.

ეს ამბავი რაღაც დონეზე ზღაპარსაც კი წააგავს, რადგანაც როგორც ყველა ზღაპარში, ჩვენი მთავარი გმირი, ერიკ რინტამაკი, მინერალების გადამყიდველი, ერთ დღეს, მიჩიგანის სანაპიროებზე, ლამაზი ქვების შესაგროვებლად დაიარებოდა და სწორედ ამ დროს გადააწყდა ულამაზეს, მანათობელ ქვას. რანტამაკიმ CBS-სთან საუბრისას თქვა, რომ ქვების საძებნელად ხშირად დადიოდა, მაგრამ ამ აღმოჩენისას ის სანაპიროზე ღამით, ულტრაიისფერი ფანრით იყო შეიარაღებული და სწორედ მაში დაინახა ულამაზესი, ყვითლად მოელვარე ქვა, სხვა ჩვეულებრივ კენჭებს შორის. მოგვიანებით მან ამ ქვას “იუპერლიტი” დაარქვა.

შემდგომში რინტამაკიმ ქვების ძიება განაგრძო და არაერთ იუპერლიტს მიაგნო.

ეს ისტორია საკმაოდ დაუჯერებელი იყო, ამიტომაც ამ ახალი ქვით მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი – დაინტერესდა. მათ რინტამაკისგან რამდენიმე ვარიანტი შეიძინეს და მათ გამოკვლევას შეუდგნენ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა.

საბოლოო დასკვნების თანახმად,  რინტამაკის მართლაც აღმოეჩინა ქვის ახალი მანათობელი სახეობა, რომელიც 2018 წლის მაისში დამტკიცდა.

მინერალების გადამყიდველის, ერიკ რინტამაკის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ის მსოფლიოში პირველი, იუპერლიტების მომწოდებელი გახდა. ის ახლა, მიჩიგანში აწყობს ტურებს, სადაც ადამიანებს თავად შეუძლიათ იმ ადგილების დათვალიერება სადაც მან ქვა პირველად იპოვა. ის ახლა უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანია.

აი ასე, ადამიანმა ერთ მშვენიერ დღეს “ქვით” შეიძლება ცხოვრება აიწყოს.

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ფეხებ ქვეშ კარგად იყურეთ, იქნებ რაიმე საოცარის აღმოჩენა გელით წინ.

სიყვარულით კელისგან