მარჯანი

ქიმიური ფორმულა – CaCO3
სიმაგრე – 3 – 4
ფერი – წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, ცისფერი

მარჯანი „ორგანული ქვების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. ის სულაც არ არის ქვა, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ცოცხალი ორგანიზმია. იზრდება ღრმა წყალში, უმეტესად სიბნელეში. მარჯნის ნატურალურ ზრდას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ის წელიწადში დაახლოებით ერთი მილიმეტრით იზრდება. ბუნებაში 2500-ზე მეტი სახეობის მარჯანი არსებობს. დღემდე არ არსებობს ცნობა, თუ რის მიხედვით დაერქვა მარჯანს სახელი.

საბადოები

მარჯანის მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი, მაგრამ იტალია, მსოფლიოს მარჯნის 75% აწვდის. მარჯნის მოპოვება ასევე იაპონიაში, ტაივანში, ავსტრალიაში და ჰავაიშია შესაძლებელი.

თვისებები

მარჯანს ოდითგანვე სიყვარულისა და შემოსავლის მოსაზიდად იყენებდნენ. ნათქვამია, რომ მას ადამიანის ბუნებასთან დაკავშირება შეუძლია. მარჯანი ვნებისა და სიძლიერის სიმბოლოა. მიიჩნევა, რომ ის კრეატიულ ადამიანებსაც ეხმარება სხვადასხვა წამოწყებული საქმის დამთავრებაში.

სამკურნალო თვისებები

ძველ დროში მარჯანს სისხლისა და ცირკულარული სისტემების გასაუმჯობესებლად იყენებდნენ. ის ასევე საერთო ჯანმრთელობის გასაძლიერებელ ქვად ითვლება. მიიჩნევა, რომ კარგია თირკმელების, ეპილეფსიის, ძვლების, თვალების, რესპერატორული სისტემისა და შარდის ბუშტის პრობლემების დროს. ლიტოთერაპევტების თქმით მარჯნისგან ელექსირების დამზადება და წყლის დამუხტვა არაა მიზანშეწონილი.

ჩაკრები

ასოცირდება ფუძისა და გულის ჩაკრასთან – ანაჰატა, მულადჰარა.