მზის ქვა

ქიმიური ფორმულა – (Ca,Na)[(AlSi)2Si2O8]
სიმაგრე – 6
ფერი – ყვითელი, წითელი, სტაფილოსფერი.

მზის ქვას გააჩნია ულამაზესი კაშკაშა ოპტიკური თვისები, რაც ჰემატიტის ჩანართების დამსახურებაა. ის უმეტესად მოსტაფილოსფრო-მოწითალო ფერისაა და მზის ნათებას მოგაგონებთ, სწორედ ამიტომაც ჰქვია მას მზის ქვა.

არსებობს მზის ქვის ნაკლებად კაშკაშა ვარიანტებიც, რომლებიც უმეტესად კრემისფერში გვხვდება.

მზის ქვა, აშშ-ს შტატ ორეგონის ოფიციალური ქვაა.

საბადოები

მზის ქვის ნახვა ბევრ ადგილასაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი მომწოდებელი ინდოეთი გახლავთ, ასევე მადაგასკარი, კანადა, ნორვეგია, რუსეთი და აშშ.

თვისებები

მიიჩნევა, რომ მზის ქვას საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა აქვს. ტრადიციულად ის იღბალის, წარმატებისა და სიმდიდრის მომტან ქვად ითვლება. ანტიკურ ხანაში მას ბარტერის ქვადაც იყენებდნენ. არსებობს ცნობები, რომ ვიკინგები მზის ქვას მოგზაურობისას გზის გამკვლევად ატარებდნენ. ძველ საბერძნეთში მზისქვა მზის ღმერთის ქვად ითვლებოდა. ბევრს მიაჩნდა რომ მისი ტარება ადამიანის ცხოვრებაში სითბოს, ხალისსა და სიყვარულს მოიტანდა. ის ასევე ლიდერების ქვად მიიჩნევა.

სამკურნალო თვისებები

მზის ქვას შიშებისა და ფობიების განსაკურნად იყენებენ. ლიტოთერაპევტების თქმით ეს კაშკაშა ქვა კარგია დეპრესიისა და სტრესის მოსახსნელად.

ჩაკრები

ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან – მანიპურა.