მოლდავიტი

ქიმიური ფორმულა – SiO(+Al2O3)
სიმაგრე – 5.5 – 6
ფერი – მუქი ყავისფერი – მწვანეს გრადაციები
.

მოლდავიტი არის ტექტიტის ჯგუფის წარმომადგენელი, მომწვანო – მოყავისფრო შუშისებრი ქვა. მიუხედავად მისი უცნაურობისა, ამ ქვამ ქვებზე მონადირეებსა კოლექცციონერებს შორის დიდი პოპულარობა მოიპვა. მოლდავიტის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მეტეორიტის დაცემის შემდეგ ყალიბდება, ამის გამო ხშირად ერთადერთ “კოსმოსურ” და “ვარსკვლავებისგან დაბადებულ” მინერალსაც უწოდებენ.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოლდავიტი ხელოვნურ პროდუქტად მიაჩნდათ, ასევე ეგონათ, რომ ის ვულკანური შუშის – ობსიდიანის ნაირსახეობა იყო.
პირველად მოლდავიტი, დამოუკუდებელ მინერალად, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფ მეიერმა წარადგინა.

საბადოები

მოლდავიტს მოიპოვებენ გერმანიაში, ავსტრიაში და ჩეხეთში.

თვისებები

მიიჩნევა, რომ მოლდავიტი კოსმოსისა და სამყაროს საიდუმლოებებს ინახავს და რომ ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი თილისმაა. ამბობენ, რომ მოლდავიტს დედამიწისა და ატმოსფეროს ენერგეტიკა აქვს, რომელსაც ადამიანი მასთან შეხებისთანავე გრძნობს.

მოლდავიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან, ამიტომაც მისი გულთან ტარება მიზანშწონილია. ამბობენ, რომ მოლდავიტს მფლობელის ცხოვრებაში წარმატება, იღბალი და საერთო ჯანმრთელობა მოაქვს. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ის მფლობელს მოაშორებს ნეგატიურ ფიქრებს და მას წარმატებისა და ბედნიერებისაკენ მიმართავს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების აზრით მოლდავიტი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ადამიანს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში ეხმარება და ჯანსაღ ძილს უბრუნებს მას. ამბობენ რომ ასევე კარგია სხვადასხვა ფობიებისა და შიშების დროს. საერთოში მიიჩნევა, რომ მოლდავიტი ორგანიზმის ტემპერატურასა და წნევას არეგულირებს, ხსნის თავის ტკივილს, აძლიერებს იმუნიტეტს და ადამიანს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ჰოროსკოპი

თანამედროვე ასტროლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ქვის ტარება ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია.

ჩაკრები

მოლდავიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *