ვარისციტი

ქიმიური ფორმულა – Al[PO4]·2H2O
სიმაგრე – 4 – 5
ფერი – მწვანე, ცისფერი, ყვითელი, ჭრელი.

დღესდღეობით ვარისციტი, ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და კოლექციონერების ქვად ითვლება. მსგავსი ვიზუალის გამო ის ხშირად ფირუზში ეშლებათ. ვარისციტს სახელი ‘Variscia’-ს (ვოგტლანდის ისტორიული სახელი, რომელიც საქსონიაში, გერმანიაში მდებარეობს) საპატივცემულოდ დაერქვა. ის პირველად 1837 წელს აღმოაჩინეს. ეს ქვა იმდენად იშვიათია, რომ ძალიან ხშირად მინახავს როდესაც მწვანე “რეგალიტს” ყიდიან ვარისციტის ქვად.

საბადოები

ვარისციტს მოიპოვებენ აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში, ესპანეთში, შვედეთსა და ბრაზილიაში.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ვარისციტს ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს. ის გულის ჩაკრასთან ასოცირდება ამიტომაც მას სიყვარულის მომტან ქვადაც მიიჩნევენ. ამბობენ, რომ კარგია ბრაზიანი ადამიანებისთვის.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, თუ ადამიანს აქვს გულის, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემის პრობლემები ვარისციტის გამოყენება მისთვის კარგი იქნება.

ჰოროსკოპი

ვარისციტის ტარება ნებისმიერ ნიშანს შეუძლია, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ცეცხლის სტიქიის ნიშნებზე – ლომი, მშვილდოსანი, ვერძი.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *