მთვარის ქვა

ქიმიური ფორმულა: KalSi308
სიმაგრე – 6 – 6.5
ფერი – თეთრი, გარდამავალი, ცისფერი.

მთვარის ქვა განსაკუთრებით პოპულარული იყო “Art Nouveau”-ს პერიოდში, რომელმაც სათავე დაახლოებით 100 წლის წინ აიღო. მას იყენებდნენ დეკორაციისთვის და სამკაულში. ადრე მთვარის ქვა ითვლებოდა ტრადიციულ საქორწინო ქვად. მისგან ხშირად ამზადებდნენ დასანიშნ ბეჭდებს.

თუ ქვებში ერკვევით ან ერთხელ მაინც გაქვთ ნამდვილი მთვარის ქვა ნანახი, მიხვდებით, რომ მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც მთვარის ქვას საკმაოდ სპეციფიკური ოპტიკური თვისებები აქვს. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ძალიან ხშირად შეხვდებით პრობლემას, ოპალიტის. ოპალიტი არის ე.წ დაორთქლილი შუშა. ის საკმაოდ ლამაზად გამოიყურება,მაგრამ არანაირი საერთო არ აქვს ნამდვილ მთვარის ქვასთან.

თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა გაარჩიოთ ნატურალური მთვარის ქვა ოპალიტისა და სხვა იმიტაციებიისგან, გადადით ლინკზე.

საბადოები

მთვარის ქვის საბადოები უმეტესად შრი ლანკასში, კანადასა და ინდოეთში მდებარეობს. მათი პოვნა ასევე შესაძლებელია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, გერმანიაში, ინდოეთში, მადაგასკარში, მექსიკაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ტანზანიასა და ამერიკაში.

თვისებები

ამ მინერალს უკვე 2000 წელზე მეტია, იყენებენ. ითვლება, რომ მთვარის ქვა ქალურ ენერგიას ატარებს და შეუძლია, აგრესიული კაცური საწყისი დააბალანსოს.

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ამ ულამაზეს მინერალს ძლიერი ვიბრაცია აქვს, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და დაეხმაროს დამალული ტალანტების აღმოჩენაში. ამბობენ, რომ მთვარის ქვის ენერგეტიკა ქალს შინაგანი ძალის პოვნასა და გაძლიერებაში ეხმარება. მამაკაცებს კი, მისი ენერგია ეხმარება, გაიძლიერონ მეხსიერება და ემოციურად უფრო ჰარმონიულები გახდნენ.

სამკურნალო თვისებები

ტიბეტურ მედიცინაში მთვარის ქვა სულიერი დაავადებების განკურნებისთვის გამოიყენება, მიიჩნევა, რომ კარგია ეპილეფსიის, ნერვული შეტევებისა და ნებისმიერი ნერვული პრობლემისას. მას ასევე გამოიყენებენ თირკმელების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.

აბრეშუმის მთვარის ქვა
ჩაკრები

ასოცირდება მესამე თვალსა და გვირგვინის ჩაკრაზე – აჯნა, საჰასრარა.