ნეფრიტი

ქიმიური ფორმულა – Ca2(Mg,Fe2+)5[OHlSi4O11]2
სიმაგრე – 6 – 6.5
ფერი – ღია მწვანე, მწვანე
.

ნეფრიტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქვაა. მის შესახებ ცნობები 7000 წელს ითვლის, განსაკუთრებით დიდ პატივს სცემენ ლათინურ და ჩინურ კულტურებში, სადაც ნეფრიტი ოქროზე ძვირად უღირთ. სიტყვა ნეფრიტი ბერძნულიდან თარგმანში თირკმელს ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძველად ნეფრიტის მკურნალი თვისებისა და თირკმელებზე დადებითი მოქმედების სჯეროდათ. ნეფრიტის ქვას, ფერის მსგავსების გამო ძალიან ხშირად ქრიზოპრაზში და ავანტურინში ურევენ.

საბადოები

ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადო ახალ ზელანდიაში მდებარეობს. მისი ნახვა ასევე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, კანადაში, რუსეთში ტაივანში, ზიმბაბვეში და აშშ-შია შესაძლებელი.

თვისებები

როგორც ამბობენ, ნეფრიტი ადამიანს თავისუფლებისა და სამართლიანობის გრძნობას  უღვიძებს. მფლობელს დაეხმარება ცოდნის შეთვისებაში. კარგია სითამამისთვის. ხელს უწყობს სასიკეთო ხელშეკრულებების დადებას და სწორი ადამიანების გამოჩენას. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ნეფრიტი მფლობელს გამოიყვანს გამოუვალი სიტუაციებიდან. ასევე მიიჩნევა, რომ ეს მწვანე ქვა ადამიანს დაეხმარება ფინანსების მოზიდვაში და განავითარებს ბიზნესს. ოდითგანვე ნეფრიტის ქვას თვალისგან დამცავად მიიჩნევდნენ.

სამკურნალო თვისებები

ოდითგანვე სჯეროდათ, რომ ნეფრიტს სხვადასხვა ორგანოზე დადებითი გავლენა ჰქონდა. ლიტოთერაპეტები ამბობენ, რომ ნეფრიტი არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ფილტვებისა და გულის მუშაობას.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.