ონიქსი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – შავი, თეთრი.

ონიქსი შავთეთრი, გვირგვინიანი აქატია (ქალცედონი კვარცი). ზოგიერთი ონიქსის ნაირსახეობა ფერში განსხვავდება, მაგალითად სარდ-ონიქსი, რომელიც უფრო მოყავისფრო ფერისაა.ასევე არსებობს მოყვითალო ფერის ონიქსი, რომელსაც უმეტესად მოსაპირკეთებელ მასალად იყენებენ. ონიქსი სახელს ბერძნული სიტყვა “onux”-იდან იღებს, რაც თარგმანში ფრჩხილს ნიშნავს.

“ქართულ ბიბლიაში ამ ქვას ეწოდება „ანუქიონი“ და „ონიხიტო“ . საქართველოს არქეოლოგიაში დადასტურებულია ონიქსის ბეჭდები, მძივები, ამულეტები და სხვ. ონიქსის საბადოები არსებობდა საქართველოში; XVIII საუკუნის საბუთით, ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილს ონიქსის მაღარო ჰქონია გამართული არსიანის მთაში და მის ექსპორტს ეწეოდა. ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტ. საქართველოში, 1965. ე. ნ.” – nplg.gov.ge

საბადოები

ონიქსის ნახვა შესაძლებელია არგენტინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ბოცვანაში, მადაგასკარში, მექსიკაში, პაკისტანში, ურუგვაისა და აშშ-ში.

თვისებები

ონიქსი ფუძის ჩაკრასთან ასოცირდება, რის გამოც მიიჩნევა, რომ ცხოვრებაში სიმყარის და გამბედაობის მომტანია. ასევე ითვლება. რომ ადამიანს გაუღვივებს ენერგიასა და შემართებას. მიიჩნევენ, რომ არის ერთ-ერთი უძლიერესი დამცავი ქვა. უძველესი დროიდან ონიქსი თავის გასაკონტროლებად გამოიყენებოდა. როგორც ამბობენ, ონიქსის ქონა ადამიანს გააძლიერებს და უფრო მიზანმიმართულს გახდის.

სხვადასხვა კულტურებში მიიჩნევა, რომ ონიქსის ამულეტი ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან იცავს, ამიტომაც მას ხშირად ატარებენ ისეთი ადამიანები, ვისაც სახიფათო სამუშაო აქვთ.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ონიქსი დადებითად მოქმედებს ძვლებისა და სახსრების გასამაგრებლად. ასევე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს მოძრაობისა და ჭარბი წონის პრობლემები.

ჩაკრები

ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.