ოპალი

ქიმიური ფორმულა – SiO2_nH2O
სიმაგრე – 5.5 – 6.5
ფერი – სხვადასხვა

სახელი “ოპალ” სანსკრიტიდან მოდის და თარგმანში „ქვას“ ნიშნავს. ოპალი ავსტრალიის ნაციონალური ქვაა, რადგანაც ეს ქვეყანა, დედამიწაზე ოპალის რაოდენობის 97%-ს მომწოდებელია. ოპალი შეიძლება დაიყოს სამ ნაირსახეობად, ესენია: ძვირფასი ოპალი, ცეცხლოვანი ოპალი და ხშირი ოპალი. ეს ქვა სახელგანთქმულია ფერის ცვლილების უნიკალური შესაძლებლობით.

რადგანაც, ოპალი იშვიათი და ძვირფასი ქვაა, ბაზარზე ხშირად წააწყდებით მის იმიტაციებს. სინთეტიკური ოპალი ძალიან ხშირია, მისი გარჩევა უმეტესად ფასის მიხედვითაა შესაძლებელი.

ხელოვნური ოპალი

საბადოები

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთვარი მომწოდებელი ავსტრალია გახლავთ. გარდა ამისა გვხვდება ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ინდონეზიაში, იაპონიაში, მექსიკაში, რუსეთსა და აშშ-ში.

ოპალის ნაირსახეობები

ხშირი ოპალი

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ესაა ოპალის გავრცელებული სახეობა, რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოში გვხვდება. არ აქვს ფერთა გამა, არის რძისფერი. ამ სახის ოპალს, სხვადასხვა კულტურებში ქალღმერთის რძეს ეძახდნენ და გამოიყენებდნენ როგორც დამცავ თილისმას. ითვლება, რომ ის ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს, მოაქვს მის ცხოვრებაში ოპტიმიზმი და სიხარული.

პერუს ოპალი

ამ ოპალის ნაზი ცისფერი სახეობა პერუს ნაციონალური ქვაა. შედარებით იშვიათი სახეობა გახლავთ და ხანდახან მოვარდისფროსაც დაიკრავს. არ აქვს ოპალისთვის დამახასიათებელი ფერის ციმციმი. პერუს ოპალი საკმაოდ მყიფე ქვაა და მარტივად ზიანდება ტემპერატურის ცვლილებაზე.

ეზოთერიკულ სამყაროში მიიჩნევა, რომ შესანიშნავი ქვაა ბავშვებისა და თინეიჯერების დასამშვიდებლად. მას ხშირად გამოიყენებენ ძველი ტრავმების მოსაშუშებლად, რასაც ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდე მოაქვს. ამბობენ, რომ კარგი ქვაა კომუნიკაციის გასაძლიერებლად. ასოცირდება გულისა და ყელის ჩაკრასთან.

ძვირფასი შავი ოპალი

ძველად არსებობდა ლეგენდა, რომ შავი ოპალის პოვნის შემთხვევაში ადამიანს უდიდესი ბედნიერება ეწვეოდა, არაა გამორიცხული ეს ლეგენდა მისი იშვიათობის და ფასის გამოც იყოს შექმნილი, რადგანაც შავი ოპალი, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული სახეობაა. უმაღლესი შავი ოპალის უმეტესობა ავსრალიაში მოიპოვება. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვა მფლობელს შიშებისგან და ფობიებისგან გაანთავისუფლებს, დაუბრუნებს სიძლიერეს და თვითშეფასებას.

რიყის ოპალი

რიყის ოპალი თავის რეციპიენტთან ერთად იზრდება, რაც ულამაზეს ნაირსახეობას ქმნის. ამ ტიპის ოპალს უმეტესად ავსტრალიაში მოიპოვებენ. თვისებების განხრით  რიყის ოპალს ეზოთერიკოსები დედამიწის სითბოს მატარებელს ეძახიან. როგორც ამბობენ ეს ქვა პრაქტიკულ ადამიანს სულიერი მეს განვითარებაში ეხმარება და პირიქით.

ვარდისფერი ოპალი

ვარდისფერი ოპალი, შედარებით გავრცელებული ნაირსახეობაა, მას ხშირად იყენებენ სამკაულში. ვარდისფერ ოპალს არ გააჩნია ოპალისთვის დამახასიათებელი სიკაშკაშე. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ვარდისფერ ოპალს ძალიან ნაზი და მშვიდი ენერგეტიკა აქვს, მას უფრო ხშირად იყენებენ ქალთა სამკაულში, რადგანაც ეზოთერიკოსერბის თქმით, ვარდისფერ ოპალს ქალური ბედნიერების მოტანა შეუძლია.

ეთიოპიური ოპალი

ეთიოპიაში ოპალი 2008 წელს აღმოაჩინეს. დამტკიცდა, რომ ეთიოპიური ოპალი მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ოპალია. ის მოიპოვება ვულკანურ არეში, აქვს შესანიშნავი ფერთა გამა. წყალთან მის მიკარებას უნდა ერიდოთ, რადგანაც ის სითხეზე რეაგირებს და შეიძლება ფერი დაკარგოს. ეზოთერიკულ სამყაროში, მას აურის გამწმენდ ქვად მიიჩნევენ.

ცეცხლოვანი ოპალი

ცეცხლოვანი ოპალის უმეტესობა მექსიკაში მოიპოვება. ხშირ შემთხვევაში არ ბრჭყვინავს. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც მწვანედ კაშკაშებს. ეზოთერიკოსების თქმით, ატარებს ცეცხლის ენერგიას და ადამიანში ვნებას, მიზანმიმართულობასა და შემართებას აღვიძებს. ასოცირდება პირველ დამეორე ჩაკრასთან. შესანიშნავი ქვაა დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისი წესებით უყვართ ცხოვრება და სამყაროში თავისი კვალის დატოვება სურთ, ასევე მიიჩნევენ, რომ კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში პოზიტივის და დადებითი ენერგიის მოზიდვა სჭირდებათ.

გირასოლის ოპალი

გირასოლის ოპალი არაფრით გავს იმ ოპალს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. მოთეთრო, მოცისფრო, გამჭირვალე ფერის, ანარეკლების გარეშე. ხანდახან „ჯელე ოპალსაც“ ეძახიან. უმეტესად მექსიკაში მოიპოვება. ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სინათლე და ჰარმონია. გირასოლის ოპალი ეზოთერიკულ სამყაროში განიხილება როგორც სულიერი ქვა.

მწვანე ოპალი

მწვანე ოპალი საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ, მაგრამ იაფი სახეობა არაა. როგორც ამბობენ, მოაქვს ჯანმრთელობა, ენერგია და ძლიერი იმუნიტეტი. მას შეუძლია გონება უარყოფითი ფიქრებისგან გაანთავისუფლოს. ესადაგება გულის ჩაკრას. მწვანე ოპალი ფერით ქრიზოპრაზს გავს, ამიტომაც ამ ორს ხშირად ურევენ ერთმანეთში.

რძის ოპალი (კახოლონგი)

კახოლონგი საკმაოდ ხშირად მოპოვებადი ოპალის სახეობაა. აქვს რძის მსგავსი თეთრი ფერი. ხშირი ოპალისგან თითქმის არ განსხვავდება, ამიტომაც მიიჩნევა, რომ მსგავს ენერგეტიკას ატარებს.

ხავსიანი ოპალი

თეთრი, რძისფერი ოპალი, მუქი მწვანე ან მუქი ლურჯი ლაქებით. შედარებით ხშირი ნაირსახეობა, მაგრამ მისი განსაკუთრებული ნახატის მქონე ქვები საკმაოდ ძვირად ფასობს. ამბობენ, რომ შესანიშნავი ქვაა ბუნებასთან დასაახლოებლად. ხელს უწყობს ადამიანის ზრდას, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. ეზოთერიკოსების მტკიცებით, აძლიერებს  მფლობელის კომუნიკაციის უნარს და მას მიზნების მიღწევაში ეხმარება.

ორეგონის ოპალი

უნიკალური, გამჭირვალე ოპალის სახეობა. ატარებს ცეცხლის ენერგიას და მიიჩნევა სულიერ ქვად. მოქმედებს მზის წნულის ჩაკრაზე და მფლობელს ცხოვრებაში სასიამოვნო გრძნობების მოზიდვაში დაეხმარება.

ცისფერი ოვჰის ოპალი

ოვჰის ოპალი აღმოჩენილია ინდოეთში 2003 წელს, „ოვჰი“-ს რეგიონში. გამოირჩევა გაუმჭირვალე ცისფერი ფერით. ატარებს წყლის ენერგიას და ადამიანს კომუნიკაციაში ეხმარება. ეზოთერიკოსების თქმით, კარგია მათთვის, ვისაც აქვს საუბრის პრობლემა და თავის წარმოჩენის კომპლექსი.

წყლის ოპალი

გამჭირვალე ქვა, ფერთა გამის გარეშე, ეს არის ყველაზე უცნაური ოპალი რომელიც ცყლის ბუშტებივით ყალიბდება და მოიპოვება მექსიკაში. როგორც ამბობენ კარგია ორგანიზმის გასაწმენდად.

ჩაკრები

ფერებისა და სახეობების მიხედვით, ოპალი ასოცირდება სხვადასხვა ჩაკრებთან.