პირიტი

ქიმიური ფორმულა – FeS2
სიმაგრე – 6 – 6.5
ფერი – ვერცხლისფერი, ოქროსფერი

მეტალის ბზინვარების მქონე ქვები ძალიან იშვიათია. ყველაზე ხშირად ჰემატიტი და პირიტი გვხვდება. პირიტი უმეტესად მოოქროსფრო-მოვერცხლისფრო ფერისაა, რის გამოც მას  სულელების ოქროსაც ეძახდნენ. სიტყვა პირიტი ბერძნულიდან მოდის და თარგმანში ცეცხლს ნიშნავს. პირიტი საკმაოდ მარტივად მსხვდევადი მინერალია.

პირიტი ინდიელებში განსაკუთრებულად დაფასებული იყო. ისინი ამ ქვას მკურნალ და დამცავ ქვად მოიხსენიებდნენ. სხვადასხვა კულტურებში, გაპრიალების შემდეგ პირიტს იყენებდნენ სარკედ.

საბადოები

პირიტი დიდი რაოდენობით გვხვდება პერუში, ბოლივიაში, მექსიკაში, შვედეთში, რუმინეთში და აშშ-ში.

კვარცზე გაზრდილი პირიტი

თვისებები

მიიჩნევა, რომ პირიტს აქვს ცეცხლისა და მიწის ენერგია. ითვლება შესაძლებლობების, პოტენციალის და სიძლიერის ქვად. როგორც ამბობენ, მას ადამიანის ცხოვრებაში შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა მოაქვს და მფლობელს დაეხმარება  დაწყებული საქმის დამთავრებაში.

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, პირიტი ადამიანს შემატებს გამბედაობას და სიმტკიცეს, როდესაც სხვა ადამიანების დაცვაზე მიდგება საქმე. ამიტომაც ტრადიციულად პირიტი სამართალდამცავებისთვის, აქტივისტებისთვისა სამხედრო საქმის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა.

ამბობენ, რომ პირიტი გააძლიერებს კრეატიულობას ხელოვნების სფეროებში, მათემატიკაში, მეცნიერებაში, არქიტექტურაში და ნებისმიერ სხვა სფეროში სადაც კრეატიული და გამომგონებლური ნიჭია საჭირო.

სამკურნალო თვისებები

პირიტი ოდითგანვე სიჯანსაღის ქვად ითვლებოდა. ლიტოთერაპევტები პირიტს ხშირად იყენებენ გაციების, ვირუსების, კანის პრობლემების, მეტყველების პრობლემების, ცუდი იმუნიტეტის, სისხლის, რესპერატორული და ცირკულარული სისტემების პრობლემების დროს.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ, მეორე და მესამე ჩაკრასთან – მულადჰარა, სვადიშტანა, მანიპურა.