ქიმიური ფორმულა – Mg4Al2(SiO4)3
სიმაგრე – 6,5 – 7,5
ფერი – წითელი – მუქი წითელი – შინდისფერი.
პიროპი ძოწის ჯგუფიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვაა. მას აქვს გამორჩეულად წითელი ფერი, რომელიც ხშირად ლალს წააგავს. სახელი “პიროპი” ბერძნული სიტყვა “puropus” – იდან მოდის, რაც “ცეცხლის თვალს” ნიშნავს.
ეგვიპტელები პიროპს საუკუნეების წინ რიტუალებში და დამცავსამკაულად იყენებდნენ. ძველი რომაელები პიროპის ბეჭდებს ატარებდნენ.
საბადოები
პიროპის მომწოდებელი ქვეყნები არიან: ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, შრი ლანკა, ტანზანია, მადაგასკარი, ჩეხეთი და აშშ.
თვისებები
მიიჩნევა, რომ პიროპს სიცოცხლის ძალისა და მიზნის მომცემი ენერგია გააჩნია. როგორც ამბობენ მისი კაშკაშა ფერი ადამიანს ოპტიმიზმისკენ და სხვადასხვა ასპექტების უკეთ შეცნობისკენ უბიძგებს. მას ხშირად მოძრაობისა და ვნებების ქვასაც უწოდებენ.
ეზოთერიკოსები პიროპს სიმამაცისთვისა და სიძლიერისთვის იყენებენ. როგორც ამბობენ სამუშაო ადგილას პიროპის ტარების შემთხვევაში, მფლობელი სამუშაოს მალე დაასრულებს ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე.
მიიჩნევა, რომ პიროპი აძლიერებს კონცენტრაციას, მიზანმიმართულობასა და შრომისმოყვარეობას.
ეს ულამაზესი წითელი მინერალი მფლობელს ქარიზმატულობას და მიმზიდველობას გაუძლიერებს და სრულფასოვანი სიცოცხლით ცხოვრებაში დაეხმარება.
ეზოთერიკოსები გვირჩევენ, რომ მისი ძლიერი ენერგიის გამო პიროპის მუდმივად ტარება არაა მიზანშეწონილი უმჯობესია მფლობელმა ეს ქვა ხალხში გასვლისას და დიდი სამუშაოს დროს ატაროს.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტების თქმით პიროპი კარგად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, გულის მუშაობაზე, მომნელებელ სისტემებზე და იმუნურ სისტემაზე. იყენებენ დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად.მიიჩნევა, რომ აუმჯობესებს ხასიათს და კანის ფერს.
ჰოროსკოპი
პიროპი კარგია მშვილდოსნებისთვის, ლომებისა და მერწყულებისთვის.
ჩაკრები
ასოცირდება ფუძის, გულისა და გვირგვინის ჩაკრასთან – მულადჰარა, ანაჰატა, საჰასრარა.