სადაფი

ქიმიური შემადგენლობა – ორგანული სუბსტანცია – კალციუმის კარბონატი
სიმაგრე – 2.5 – 4.5
ფერი – თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ყავისფერი.

სადაფი “ორგანული ქვების” სიაში შედის და მთელს მსოფლიოში ნახავთ მას. სადაფი, მარგალიტზე ხშირია, რადგანაც მოლუსკებს, რომლებიც მარგალიტს წარმოშობენ, ყოველთვის აქვთ ჯავშანი, მაგრამ საკმაოდ იშვიათად შეიცავენ მარგალიტს.
სადაფს საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სხვადასხვა მიზნებისთვის. ის პოპულარული იყო ეგვიპტელებსა და შუმერებში. სადაფის მოზაიკური ნამუშევრები ხშირად გვხვდება აღმოსავლეთ აზიის რელიგიურ ნამუშევრებში. დასავლეთში სადაფი განსაკუთრებულად პოპულარული ვიქტორიანულ პერიოდში გახდა. ამ დროში სადაფს დეკორატიულ ნივთებში იყენებდნენ, მისი მოზაიკებით აწყობდნენ დანებისა და ჩანგლების ტარებს, ღილებს, თმის სამაგრებს და სხვადასხვა ყოველდღიურ ნივთებს.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი.

საბადოები

როგორც მარგალიტი, ასევე სადაფი მთელს მსოფლიოში მოიპოვება. განსაკუთრებით დიდი მომწოდებლები არიან : ავსტრალია, იაპონია, ამერიკა, მადაგასკარი, ფილიპინები და ჩინეთი.

თვისებები

მიიჩნევა, რომ სადაფს სიმდიდირის მოტანა შეუძლია. აძლიერებს ინტუიციას და წარმოსახვის უნარს. ეზოთერიკოსების თქმით მას ადამიანის ნეგატივისგან დაცვა შეუძლია, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ბავშვებზე.
ამბობენ, რომ სადაფი წმენდს გარემოს და ადამიანების იდილიაში თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. მიიჩნევა, რომ სადაფის დახმარებით ადამიანებს უძლიერდებათ მეხსიერება.

სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ სადაფს ორგანიზმის ტემპერატურისა და წნევის დარეგულირება შეუძლია, ასევე აძლიერებს მხედველობას და ტვინის მუშაობას.

ჰოროსკოპი

სადაფი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კირჩხიბებზე და ტყუპებზე, მაგრამ ასტროლოგების თქმით, მისი ტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ჩაკრები

ასოცირდება მეშვიდე ჩაკრასთან – საჰასრარა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *