ქრიზოკოლა

ქიმიური ფორმულა – (Cu,Al)2H2Si2O5(OH)4nH2O
სიმაგრე – 2 – 4
ფერი – მწვანე, ლურჯი, ცისფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ქრიზოკოლა ნაკლებად ცნობილი ქვაა, ის კოლექციონერებში სარგებლობს დიდი პოპულარობით. განსაკუთრებით ძვირად ფასობს მისი საოცარი ფერთა შეხამება და ულამაზესი ხაზები.

სახელი ქრიზოკოლა მოდის ძველი ბერძნულიდან ‘chrysos’ და ‘kolla’ რაც თარგმანში ოქროსა და წებოს ნიშნავს.
ქრიზოკოლა მინერალების პატარა ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც ასევე არიან: მალაქიტი, აზურიტი, ლარიმარი და ფირუზი. მას ხშირად ფირუზსა და აზურიტში ურევენ, ფერთა მსგავსების გამო. ძალიან ხშირად ქრიზოკოლა მისი ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან შერეული სახით გვხვდება, რაც თავისთავად უფრო ლამაზ მინერალს გვაძლევს.

www.geologyin.com

საბადოები

ქრიზოკოლას მომწოდებელი ქვეყნები არიან: ისრაელი, ჩილე, ინგლისი, მექსიკა, პერუ, რუსეთი და აშშ.

თვისებები

მიიჩნევა რომ ქრიზოკოლა ჰარმონიის ქვაა. ეზოთერიკოსების თქმით, მისი გამოყენება შესაძლებელია სივრცისა და ადამიანის აურის გასაწმენდად და რომ ქრიზოკოლა საკმაოდ ნაზი ენერგეტიკის მატარებელი მინერალია. მიიჩნევა, რომ მას შიშისა და ბრაზის დაწყნარება შეუძლია. პრაქტიკოსები ხშირად იყენებენ პანიკური შეტევების დროსაც. ამბობენ, რომ ქრიზოკოლა მფლობელს დაეხმარება იმ შემთხვევაშიც თუ აქვს რაიმე სახის ფობია, როგორიცაა კლაუსტროფობია და აგორაფობია.

სამკურნალო თვისებები

ფიზიკური კუთხით ქრიზოკოლას ლიტოთერაპევტები ასთმის, ფილტვების ანთების, ართრიტის, სხვადასხვა ტკივილების, ჯირკვლების პრობლემებისა და სპაზმების დროს იყენებენ.

ჰოროსკოპი

ქრიზოკოლა განსაკუთრებით კარგად კუროებზე და მშვილდოსნებზე მოქმედებს.

ჩაკრები

ქრიზოკოლა ასოცირდება გულისა და ყელის ჩაკრასთან – ანაჰატა, ვიშუდჰა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *