ქრიზოპრაზი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – მწვანე, ფოსფორისფერი, ყავისფერი – მოყვითალო ლაქებით.

ქრიზოპრაზი ქალცედონი-კვარცის ნაირსახეობაა. ეს მინერალი საკმაოდ პოპულარულია მისი უნიკალური ფერის გამო. ქრიზოპრაზს იმდენად კაშკაშა ფერი აქვს, რომ ხანდახან დაუჯერებელია მისი ნატურალურობა. ეს მინერალი ქალცედონის ნაირსახეობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ქვაა.

სახელი ქრიზოპრაზი მოდის ბერძნული სიტყვა ‘chrusos’ და ‘prason’ – იდან, რაც თარგმანში ოქროსა და პრასს ნიშნავს, რაც მის უნიკალურ ფერზე მიუთითებს.

საბადოები

ქრიზოპრაზის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, აფრიკა, ტანზანია, მადაგასკარი, ინდოეთი, ყაზახეთი და აშშ.

თვისებები

მიიჩნევა, რომ ქრიზოპრაზი საკმაოდ ძლიერი ვიბრაციის მქონე მინერალია და რომ მას იღბალი და შემოსავალი მოაქვს. ეზოთერიკოსები ქრიზოპრაზს ბიზნესმენების ქვად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ქრიზოპრაზი ადამიანს თვითგამოხატვის, იმედის, მიზანმიმართულობისა და ზოგადად გამბედაობის გრძნობას აღუძრავს. ძველად ამბობდნენ, რომ ქრიზოპრაზს სიხარულის მოტანა შეუძლია, რადგანაც მარტივად უმკლავდება ნეგატიურ ფიქრებსა და ენერგიას.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ ქრიზოპრაზი საკმაოდ ძლიერი სამკურნალო ქვაა და მიიჩნევენ, რომ მას თვალის დაავადებების განკურნება შეუძლია. ასევე აძლიერებს მხედველობას, იმუნურ სისტემას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურასა და წნევას.

ჩაკრები

ქრიზოპრაზი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.