ქვები სტიქიების მიხედვით

მოგესალმებით მეგობრებო! დღეს ვისაუბრებძალზედ საინტერესო თემაზე: ქვებზე და მათ სტიქიებზე, ანუ რომელი ქვა რომელი სტიქიის ენერგეტიკასთან არის ასოცირებული.

პირველ რიგში მოგაწვდით ჩამონათვალს, ხოლო შემდეგ აგიხსნით თუ როგორ ამოიცნოთ მინერალის სტიქია ყველაზე მარტივი მეთოდით. ასევე, გავაკეთებ დამატებით ჩამონათვალს, სადაც იქნება განხილული სხვადასხვა სტიქიებთან ასოცირებული ქვები.

მიწა

მწვანე ავანტურინი, ამონიტი, შავი, ჭრელი, ყავისფერი ან მწვანე აქატი, გიშერი, ზურმუხტი, შავი, ხისფერი, სურათის და პიკასოს იასპები, კვამლიანი კვარცი, ლოდოლიტი, ბაღის კვარცი, მალაქიტი, ნეფრიტი, ობსიდიანი, ონიქსი, პრენიტი, ჟადეიტი, რიოლიტი, უნაკიტი (მწვანე), ქრიზოპრაზი, შუნგიტი, ჰელიოტროპი, ჰემატიტი, შავი ტურმალინი.

ჰაერი

თეთრი ავანტურინი, თეთრი აქატი, ბრილიანტი – ალმასი, ვარდისფერი კვარცი, იოლიტი, ამეთვისტო, მთის ბროლი, მარგალიტი, სელენიტი, თეთრი ქალცედონი, ჩაროიტი, ცირკონი, ჰოვლიტი, მთვარის ქვა.

წყალი

აზურიტი, აკვამარინი, ცისფრი ამაზონიტი, აპატიტი, კიანიტი, ცისფერი ლაბრადორი, ლაზურიტი, ლარიმარი, საფირონი, სოდალიტი, ცისფერი ტოპაზი, ცისფერი ტურმალინი, ფირუზი, ქალცედონი.

ცეცხლი

სტაფილოსფერი ავანტურინი, ვეფხვის თვალი, თმიანი კვარცი, წითელი იასპი, ყვითელი კალციტი, ლალი, წითელი მარჯანი, მზის ქვა, სარდიონი, სარდონიქსი, ქარვა, ქრიზოლიტი, ციტრინი, ძოწი, პირიტი.

შერეულები

ავანტურინი – ფერების მიხედვით, სტაფილოსფერი – ცეცხლი, მწვანე – მიწა, იისფერი – ჰაერი, ცისფერი – წყალი.

ალექსანდრიტი – წყალი და ჰაერი.

ამაზონიტი (ფერადი) – ყველა სტიქია.

ამოლიტი – ცეცხლი და მიწა აქატი – ფერების მიხედვით.

თმიანი კვარცი – ჩანართების მიხედვით, ოქროსფერი და წითელი – ცეცხლი, შავი და მწვანე – მიწა.

იასპი – ფერების მიხედვით – წითელი და ყვითელი – ცეცხლი, მწვანე, ნაცრისფერი ან შავი – მიწა, ცისფერი ან მოლურჯო – წყალი.

კუნციტი – ჰაერი ან მიწა

ლაზურიტი – თუ აქვს პირიტის ჩანართები, მაშინ ცეცხლი და წყალი ერთდროულად, მაგრამ წყალი უფრო ძლიერი იქნება.

ლაბრადორიტი – ფერების მიხედვით – შეიძლება მიწა ცეცხლი და წყალი ერთად იყოს.

მარგალიტი – წყალი და ჰაერი, უფრო ჰაერი.

ოპალი – ხავსიანი თეთრი – ჰაერი, ხავსიანი ნაცრისფერი, მწვანე ან შავი – მიწა, ცისფერი – წყალი, მწვანე – მიწა, ვარდისფერი – ჰაერი, რიყის – მიწა და ცეცხლი, შავი ძვირფასი ოპალი – ცეცხლი და მიწა, ეთიოპიური – ცეცხლი და ჰაერი, ცეცხლოვანი ნარინჯისფერი – ცეცხლი, გირასოლის რძის, წყლის და ორეგონის ოპალები – ჰაერი.

როდონიტი – ჰაერი და მიწა

როდოქროზიტი – ჰაერი და მიწა

ტურმალინი ფერების მიხედვით – შავი – მიწა, საზამთროს ტურმალინი – მიწა და ჰაერი, მწვანე ტურმალინი – მიწა, ვარდისფერი – ჰაერი.

ტოპაზი – ყვითელი ან ოქროსფერი – ცეცხლი, გამჭირვალე – ჰაერი, ცისფერი – წყალი.

უნაკიტი – ცეცხლი და მიწა – ფერების მიხედვით.

ფირუზი – ფერების მიხედვით – ლურჯი და ცისფერი – წყალი, მომწვანო – მიწა, მოთეთრო – ჰაერი.

ფლუორიტი – ფერების მიხედვით მიწა და ჰაერი.

აზურმალაქიტი – მიწა და წყალი ცოიზიტი ლალით – მიწა და ცეცხლი.

ძოწი – ფერების მიხედვით – ცეცხლი ან მიწა.

ცოიზიტი ლალით – ცეცხლი და მიწა.

ეს იყო ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ყველაზე პოპულარული მინერალების სია, თუ რომელიმე ქვა გამომრჩა ან გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ პირადში.

შევეცდები აგიხსნათ მარტივი მეთოდი, თუ როგორ უნდა მიხვდეთ მინერალის სტიქიას.

ყველაზე მთავარია ფერი!

ახლა გეტყვით რომელი ფერი რომელ სტიქიასთან ასოცირდება.

მიწა – შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, მუქი ვარდისფერი.

ცეცხლი – წითელი, სტაფილოსფერი და ყვითელი.

წყალი – ლურჯი, ცისფერი.

ჰაერი – გამჭირვალე, თეთრი, იასამნისფერი და იისფერი.

შეხედეთ ნებისმიერ ქვას და მოარგეთ ამ ფერებს, სწორედ ასე მიხვდებით რომელი მინერალი რომელ სტიქიასთანაა ასოცირებული. მე მგონი ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია და ადვილად შეგიძლიათ ზედმეტი დაბნეულობისა და სირთულეების გარეშე გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიყვარულით კელისგან <3