რიოლიტი

ქიმიური ფორმულა: SiO2 + K2O
სიმაგრე – 6 – 7
ფერი – მწვანე, სალათისფერი, ჭრელი.

რიოლიტს უჩვეულო ფერისა და ულამაზესი წერტილების გამო ტყის წვიმასაც ეძახიან. ეს ჭრელი ქვა ვიზუალურად იასპს წააგავს, მაგრამ სტრუქტურით ძოწთან უფრო ახლოსაა.

საბადოები

მისი მოპოვება უმეტესად ვულკანურად აქტიურ ზონებშია შესაძლებელი. დღესდღეობით ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან ავსტრალია და ინდოეთი.

თვისებები

ეზოთერიკოსების თქმით, რიოლიტი მფლობელს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი და მაქსიმალურად გამოიყენოს მოცემული შესაძლებლობები და შანსები. მიიჩნევა, რომ შესანიშნავი ქვაა თვითშეფასების ასამაღლებლად. რიოლიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან და როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები.

ამბობენ, რომ როგორც რეგენერაციის ქვა, რიოლიტი ადამიანს ეხმარება თავი იგრძნოს და გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდულად.ეზოთერიკულ სამყაროში მიაჩნიათ, რომ ამ ულამაზესი ჭრელი ქვის პატარა ნატეხის ტარებაც კი მფლობელს კონცენტრაციის უნარს უძლიერებს. კარგია მასწავლებლებისთვის, მშენებლებისთვის, მუსიკოსებისთვის, რეჟისორებისა და მსახიობებისთვის. ძოგადად მიიჩნევა, რომ რიოლიტი ადამიანს ეხმარება არ დარჩეს ერთ წერტილზე, იცხოვროს აწმყოთი და დატკბეს მომენტით.

სამკურნალო თვისებები

როგორც ლიტოთერაპევტები ამბობენ, რიოლიტი აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების დაძლევას.

ჩაკრები

ასოცირდება მეოთხე, გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.