როდოქროზიტი

ქიმიური ფორმულა: MnCO3
სიმაგრე – 4
ფერი – ვარდისფერი, წითელი.

ქვის სახელი ბერძნული სიტყვა rhodokhros – დან მოდის, რომელიც თარგმანში ვარდისფერს ნიშნავს. ხშირად მას ინკების ვარდსაც ეძახიან. არგენტინაში როდოქროზიტის სტალაგმიტებს საუკუნეების წინ ნახავდით. ინკებს სჯეროდათ, რომ როდოქროზიტი მათი ყოფილი მეფეებისა და დედოფლების ქვად გადაქცეული სისხლი იყო, სწორედ ამიტომ მას “Rosa del Inca” და Inca Rose-ს ეძახდნენ.

მისი ფერი გვხვდება იყოს ღია ვარდისფერის, კაშკაშა წითლის და მუქი ყავისფრის გრადაციებში. როდოქროზიტი ყალიბდება როგორც კრისტალის ასევე ერთიანი ფორმით. გამჭირვალე, ჟოლოსფერი როდოქროზიტი საკმაოდ იშვიათი და ძვირიანი ქვაა.

საბადოები

როდოქროზიტი არგენტინისა და კოლორადოს ოფიციალური ქვაა (ამ ლოკაციებში მას დიდი რაოდენობით მოიპოვებენ). მისი მოპოვება ასევე შესაძლებელია შემდეგ ქვეყნებში: ჩილე, მექსიკა, პერუ, აფრიკა, ამერიკა, რუმინეთი და უნგრეთი.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, როდოქროზიტი ადამიანს გაუძლიერებს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას, მოიტანს ცხოვრებაში სიმშვიდეს, სიხარულსა და ჰარმონიას. ამბობენ, რომ როდოქროზიტი მედიტაციისა და კონცენტრაციის ქვაა. ნებისმიერი სახის როდოქროზიტის ქვა მფლობელს დაეხმარება საკუთარ თავში აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები.

როდოქროზიტი აბალანსებს და აძლიერებს ადამიანებს შორის სიყვარულს. ამბობენ, რომ მფლობელს ეხმარება ნაზი გრძნობების მოზიდვაში. ასტაბილურებს მენტალურ და ემოციურ პროცესებს. მას ხშირად თავისუფლების ქვასაც ეძახიან. ეზოთერიკოსების თქმით, თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ეს  ქვა თქვენს შესაძლებლობებს გააღვივებს.

სამკურნალო თვისებები

ტრადიციულად, მკურნალები როდოქროზიტს მომნელებელი სისტემის, გულის, თირკმლების, ელენთის, პანკრეასისა და ფარისებრი ჯირკვალის პრობლემებისას იყენებდნენ. ის ასევე გამოიყენება სტრეთან დაკავშირებული დაავადებებისას.

ჩაკრები

როდოქროზიტი ასოცირდება პირველ და მეოთხე ჩაკრასთან.