ქიმიური ფორმულა – (Mg,Fe+2)5Al2(Si3Al)O10(OH)8
სიმაგრე – 2 – 2.5
ფერი – მწვანე – ნაცრისფერი
სერაფინიტს სახელი ებრაული სიტყვა “სერაფიმ”-იდან მოდის, რაც ზეციური იერარქიის ერთ-ერთი წოდებაა. სერაფიმები ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი არსებები არიან, ისინი ორი ფრთით იფარავენ სახეს, ორით ფეხებს და ორით დაფრინავენ, თან განუწყვეტლივ გალობენ და ადიდებენ ღმერთს. ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და ზეციურ იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ. ასეთი სახელის ერთ-ერთი მიზეზი, სერაფინიტის გასაოცერი ფერია, მისი მონაცრისფრო – მოვერცხლისფრო ჩანართები და ელვარება, მართლაც წააგავს ანგელოზის ფრთებს.
საბადოები
სერაფინიტს უმეტესად მოიპოვებენ თურქეთში, აშშ-ში, რუსეთში, ავსტრიასა და იტალიაში.
თვისებები
სერაფინიტს ხშირად ანგელოზების ქვასაც უწოდებენ. სხვადასხვა ეზოთერიკოსების თქმით, ის წმენდს ადამიანის აურას და დაგროვილ უარყოფით ენერგიას. მფლობელს სიყვარულით, იმედით, პოზიტივით და მიზანმიმართულებით ავსებს. სერაფინიტს მიიჩნევენ სასულიერო პირების ქვად.
სერაფინიტს კომფორტისა და სიმშვიდის მოყვარული ადამიანები იყენებენ. კარგია დიასახლისებისთვის. ძველად მიიჩნევდნენ, რომ სერაფინიტს ოჯახში იდილია და ჰარმონია მოაქვს.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები, სერაფინიტს ფილტვებს და გულს პრობლემებისას იყენებენ. ეს საოცარი ქვა ჭრილობების სწრაფად შეხორცებას უწყობს ხელს. მიიჩნევა, რომ ადამიანის ორგანიზმს ოპერაციის ან რაიმე სახის ტრავმის გადატანის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
ჩაკრები
მიუხედავად იმისა, რომ ასოცირდება გულის ჩაკრასთან, ითვლება, რომ დანარჩენ ექვს ჩაკრასაც წმენდს.