ტოპაზი

ქიმიური ფორმულა – Al2SiO4(F,OH)2
სიმაგრე – 8
ფერი – გამჭირვალე, ყვითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, ცისფერი, ლურჯი, ვარდისფერი, წითელი, იისფერი, ღია მწვანე.

ტოპაზის ისტორია 2000 წელს ითვლის. მისი გამოყენების ცნობებს ეგვიპტელებამდე მივყავართ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ყვითელი ტოპაზი მათი მზის ღმერთის, რას ქვა იყო.

ბევრს მიაჩნია, რომ ტოპაზი ლათინური “Topazus” ან ძველი ბერძნული Topazios” სიტყვაა, რაც „ძიებას“ ნიშნავს. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სიტყვა ტოპაზი სანსკრიტიდანაც იყოს, “tapas” რაც თარგმანში ცეცხლს ნიშნავს.

საბადოები

ტოპაზის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, ავღანეთი, ავსტრალია,ბურმა, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, მადაგასკარი, მექსიკა, ნამიბია, ნიგერია, პაკისტანი, რუსეთი, ზიმბაბვე, შრი-ლანკა, უკრაინა და აშშ.

ტოპაზის ფერი

მინარევების გარეშე, სუფთა ფორმაში ტოპაზი გამჭირვალეა. მიუხედავად ამისა ტოპაზი საკმაოდ ბევრ ფერში გვხვდება, რაც სხვა მინერალების შერევის ან ხელოვნური დაფერვის დამსახურებაა. მისი ნახვა შესაძლებელია ყვითელ, სტაფილოსფერ, ყავისფერ, წითელ,  ვარდისფერ, ცისფერ, იისფერ და მწვანე ფერში.

გამჭირვალე ტოპაზი ყველაზე ხშირად მოპოვებადი ვარიაციაა, რომელსაც ხანდახან ბრილიანტის ჭრით, მის ჩასანაცვლებლად ყიდიან. შეუღებავი ტოპაზი ყველაზე ხშირად ყვითელ, ყავისფერ, ცისფერ და ნაცრისფერ ფერში გვხვდება. ყველაზე ფოფულარული, რა თქმა უნდა ცისფერი ფერის ტოპაზი გახლავთ. მიუხედავად პოპულარობისა, ცისფერი ტოპაზი ხშირად ხელოვნურად იფერება, რათა მიიღოს უფრო ღრმა ლურჯი ფერი. მაგალითად, London blue, Swiss blue და Sky blue (ყველაზე პოპულარული ცისფერი ტოპაზები) დაფერილი გახლავთ. ნატურალური ტოპაზის ფერი შედარებით ღია და ნაზია.

ტოპაზის დაფერვა ქვის ხარისხს არ აფუჭებს, პირიქით, ბევრგან მიაჩნიათ, რომ დაფერვა ქვის ფასს ზრდის და უფრო პოპულარულიცაა. ხშირად შეხვდებით მაგიური ტოპაზის, მუქი ლურჯი და კაშკაშა ვარდისფერი ტოპაზის ქვებს, რომელთა ფერიც ხელოვნური დაფერვის მეშვეობითაა, მიღებული, მაგრამ მათგან დამზადებული სამკაული საკმაოდ ძვირი და მაღალი ხარისხისაა.

თვისებები

მიიჩნევა, რომ ტოპაზი კვარცივით ძლიერი მინერალია. ის ხშირად გამოიყენება სტრესის მოსახსნელად და გაღიზიანებული ადამიანის დასამშვიდებლად.

ეზოთერიკულ სამყაროში მას წარმატებისა და იღბალის მომტან ქვასაც ეძახიან. მიიჩნევა, რომ თვალისა და შურის წინააღმდეგ ძლიერი დამცავია. სულიერი განხრით მას ნამდვილი სიყვარული, იმედი და სიმშვიდე მოაქვს. ასევე ითვლება, რომ ტოპაზს ადამიანში კრეატიულობისა და ინდივიდუალურობის გაძლიერება შეუძლია.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ტოპაზს სისხლის მიმოქცევის დასაბალანსებლად იყენებენ, ის ასევე კარგია ჰორმონალური დისბალანსის აღსადგენად, ცუდი მადისას, ქსოვილის რეგენერაციისთვის და ენდოკრინოლოგიური პრობლემებისას.

ჩაკრები

სხვადასხვა ფერის ტოპაზი ასოცირდება სხვადასხვა ჩაკრებთან, მაგალითად ცისფერი ტპაზი – ყელის ჩაკრასთან, ოქროსფერი ტოპაზი – მზის წნულთან და ა.შ.