სოდალიტი

ქიმიური ფორმულა – Cu3(CO3)2(OH)2
სიმაგრე – 5.5 – 6
ფერი – თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი

სოდალიტის სახელი სიტყვა “სოდიუმი”-დან მოდის, რაც ნატრიუმს ნიშნავს. ის პირველად 1806 წელს გრენლანდიაში აღმოაჩინეს. ლურჯი ფერისა და პირიტის ჩანართების გამო სოდალიტი ხშირად ლაზურიტსა და აზურიტში ერევათ.

საბადოები

სოდალიტის ყველაზე დიდი მომწოდებელი ბრაზილია, ინდოეთი, კანადა, ნამიბია, რუსეთი და გრენლანდიაა.

თვისებები

სოდალიტს ლოგიკის, რაციონალურობისა და ეფექტურობის ქვას ეძახიან. მიიჩნევა, რომ ის ააქტიურებს ადამიანის გონებას და ეხმარება მას საღად აზროვნებაში.

ეზოთერიკოსების აზრით, სოდალიტი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ხშირი კონცენტრირება სჭირდებათ, მაგალითად სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, პროფესორებისთვის და მეცნიერებისთვის.

სიდალიტს ხშირად მორცხვი და მორიდებული ადამიანები იყენებენ, განსაკუთრებით კარგია კომუნიკაციის პრობლემებისას. სოდალიტი შესანიშნავი ქვაა იმ შემთხვევაში თუ ადამიანი აუდიტორიის წინაშე უნდა წარსდგეს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ სოდალიტი კარგია ფარისებური ჯირკვალის მკურნალობისას, ჰორმონალური დარღვევებისას, დიაბეტის პრევენციისთვის, მომნელებელი სისტემისთვის, უძილობისას და სხვადასხვა ტიპის ვირუსებისას.

ჩაკრები

სოდალიტი ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.