ტურმალინი

ქიმიური ფორმულა – Na(Li1.5Al1.5)Al6(Si6O18)(BO3)3(OH)3(OH)
სიმაგრე – 7 – 7.5
ფერი – შავი, ვარდისფერი, მწვანე, ყვითელი, გამჭირვალე.

ტურმალინი, კომპლექსური ბორონ სილიკატის მინერალების ჯგუფის სახელია. მისი ნახვა თითქმის ყველა ფერშია შესაძლებელი. დღესდღეობით ტურმალინი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფერ მინერალად ითვლება. მიიჩნევა, რომ ტურმალინის სახელი სინჰაელური (შრი-ლანკა) სიტყვა “turamali”-დან მოდის, რაც თარგმანში ბევრი ფერის მქონე ქვას ნიშავს. ტურმალინს 1500-იანი წლებიდან იყენებდნენ, მაგრამ ის სრულად აღწერილი მხოლოდ 1800 წელს იქნა.

საბადოები

ტურმალინი აშშ-ს ნაციონალური ქვაა, რომელიც 1900 წლამდე ტურმალინის მთავარ მომწოდებლად მიიჩნეოდა. დღეს ლიდერად ბრაზილია ითვლება. ტურმალინის მოწოდება ასევე ავღანეთიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, მადაგასკარიდან, რუსეთიდან, ნიგერიიდან, პაკისტანიდან, ტანზანიიდან და ნეპალიდან ხდება.

ნაირსახეობები

ტურმალინის ყველაზე ცნობილი ვარიაციებია: დრავიტი, უვიტი, შერლი, ლიდიკოატიტი და ელბაიტი. შერლი ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობად მიიჩნევა, რომელიც ტურმალინების საბადოების  95%-ში მოიპოვება. ტურმალინის ნაირსახეობების დიდი ნაწილი ელბატიტს უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ ტურმალინის ოჯახში ძალიან ბევრი ფერის ნაირსახეობა შედის, ზოგიერთი სახელი სწორედ ფერების მიხედვითაა დარქმეული. მაგალითად მოწითალო-მოვარდისფრო ტურმალინი – რებელიტი გახლავთ, მომწვანო-მოცისფრო – პარაიბა, ლურჯი – ინდიცოლიტი, ხოლო მრავალფერი – საზამთრო ტურმალინი. ასევე წააწყდებით უბრალო სახელებს, როგორიცაა: ყვითელი ტურმალინი და ვარდისფერი ტურმალინი.

თვისებები

შავი ტურმალინი

ძველად შავ ტურმალინს შამანურ ქვად მიიჩნევდნენ, რომელიც რიტუალების დროს ძლიერი დამცავის როლს ასრულებდა. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ის შესანიშნავი ქვაა დასამიწებლად და დასამშვიდებლად. შავი ტურმალინი მფლობელს პანიკური შეტევების დროს დაამშვიდებს, განსაკუთრებით, თუ ეს შეტევები კლაუსტროფობიის დროსაა გამოწვეული.

ეზოთერიკოსები გვირჩევენ, რომ თუ სამუშაოს დროს, დავიჭერთ შავი ტურმალინის ქვას, გონება გაგვეწმინდება და ნაყოფიერად შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას. ითვლება, რომ ძლიერი დამცავია ელექტრონული გამოსხივებების წინააღმდეგ.

ვარდისფერი ტურმალინი

ეზოთერიკოსების თქმით, მთელი დღის განმავლობაში, ვარდისფერი ტურმალინის ტარება ადამიანს მოუხსნის სტრესს, სიბრაზეს და დაღლილობას. ამბობენ, რომ ის ადამიანს უძილობის დროს ეხმარება, კარგია წარსულის ტრავმების მოსაშუშებლად. ვარდისფერ ტურმალინს ლიტოთერაპევტები გარდატეხის ასაკის მშვიდად გადასალახავადაც იყენებენ. კარგია თავის ტკივილებისა და ნერვული დაავადებების დროს.

მწვანე ტურმალინი

ოდითგანვე მიიჩნეოდა, რომ მწვანე ტურმალინს ადამიანის ცხოვრებაში იღბალი, შემოსავალი და წარმატება მოაქვს. ამბობენ, რომ აძლიერებს კრეატიულობას და მიზანსწრაფულობას. მისი გამოყენება შეიძლება, როდესაც რაიმე სახის პროექტი ან წამოწყებული საქმეა დასამთავრებელი. მიიჩნევა, რომ კარგია გულის სწორი მუშაობისთვის.

ჩაკრები

შავი ტურმალინი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა. ვარდისფერი და მწვანე ტოპაზი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.