დიოპტაზი

ქიმიური ფორმულა – CuSiO
სიმაგრე – 5
ფერი – მწვანეს გრადაციები

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსკენ, რუსმა სპილენძის მომპოვებლებმა იფიქრეს რომ ურალის მთებში ზურმუხტის საბადო აღმოაჩინეს. მინერალი მოსკოვში გაგზავნეს გამოსაკვლევად, სადაც დაადგინეს, რომ ეს უცხო მინერალი ზურმუხტი არ იყო. 1797 წელს, ფრანგმა მინეროლოგმა დეტალური კკვლევის შემდეგ აღმოაჩიინა, რომ ეს ულამაზესი მწვანე მინერალი მეცნიერებისთვის სიახლე იყო. მან შეაერთა ბერძნული სიტყვები dia და optos რაც თარგმანში გამჭოლს ნიშნავს და ასე მოინათლა ულამაზესი ახალი მინერალი დიოპტაზი.
დიოპტაზი საკმაოდ იშვიათი მინერალია, მას ხშირად ზურმუხტის უმცროს ძმასაც ეძახიან. ბოლო ხანია ვაწყდები სხვადასხვა მაღაზიებს სადაც დიოპტაზს ზურმუხტად ყიდიან.

Photo by – Portugalgemas

საბადოები

დიოპტაზის მოპოვება შესაძლებელია ჩილეში, ყაზახეთში, ნამიბიაში, პერუში, არიზონაში და კონგოში.

თვისებები

ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ დიოპტაზი ენერგიის აღსადგენად გამოიყენება და კარგია ემოციური ადამიანებისთვის. ამბობენ, რომ ის მფლობელს მოაცილებს ნეგატიურ ენერგიას და სტრესს. განკურნავს ადამიანს დეპრესიისგან და ნერვული პრობლემებისგან. პრაქტიკოსების თქმით დიოპტაზის დახმარებით ადამიანს შეუძლია აიმაღლოს თვითშეფასება და თავს სიცოცხლით დატკბობის საშუალებას მისცეს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით დიოპტაზი კარგია გულის პრობლემებისთვის, ნერვული და პანიკური შეტევებისთვის. ამბობენ რომ ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მეხსიერებასა და კონცენტრირების უნარს. ზოგადად დიოპტაზი სიჯანსაღის ქვად ითვლება.

ჰოროსკოპი

მიიჩნევა, რომ დიოპტაზი კარგად მოქმედებს თხის რქებზე და ქალწულებზე. ასტროლოგები ვერძებს დიოპტაზის სისტემატიურ ტარებას არ ურჩევენ, ვერძებმა დიოპტაზი მხოლოდ დროგამოშვებით უნდა ატარონ.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *