ჟადეიტი

ქიმიური ფორმულა – NaAlSi2O6
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – მწვანე, ნაცრისფერი, თეთრი, ყავისფერი, მოცისფრო, მოვარდისფრო.

ჟადეიტი და ნეფრიტი ადრე ერთი მინერალი ეგონათ, მათ სახელი “Jade” ერქვათ, ამჟამად ეს სახელი მინერალის ჯგუფს ქვია, სადაც ნეფრიტი და ჟადეიტი არიან გაერთიანებულები.

ჟადეიტის მუქი, კაშკაშა მწვანე ვარიაცია საკმაოდ ძვირი და იშვიათი მინერალია, მას „Imperial Jadeite“ ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჟადეიტი ასოცირდება მდიდარ მწვანე ფერთან, მას სხვა ფერებიც აქვს. სწორედ ეს განახსვავებს ჟადეიტს ნეფრიტისგან, მაშინ როდესაც ნეფრიტის ფერი მუქ მწვანე, მოყვითალო გრადაციებში შეგხვდეთ, ჟადეიტი კი ფერადია არსებობს თეთრი, მოიისფრო, შავი, ნაცრისფერი და მოყავისფრო ტონალობები.

ჟადეიტის ისტორიას ათასწლეულების წინ მივყავართ, მაშინ, როდესაც ამ ქვას სიმტკიცის გამო, იარაღების დასამზადებლად იყენებდნენ. ჟადეიტი მაიას ტომებისა და აცკეტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვა იყო.

ჟადეიტს სახელი ესპანელებმა დაარქვეს, (piedra de ijada) როდესაც ნახეს, რომ აბორიგენები მას ავადმყოფობისას სულ თან ატარებდნენ. ჩინური ჟადეიტი “yu”-სსახელით არის ცნობილი, რაც თარგმანში „სამოთხისებრს“ და „სამეფოს“ ნიშნავს. ჟადეიტი ახალი ზელანდიის ისტორიაშიც დიდ როლს თამაშობს.

საბადოები

მისი მოპოვება იაპონიაში, კანადაში, გუატემალაში, ყაზახეთში, რუსეთში, თურქეთში, კუბასა და ამერიკაშია შესაძლებელი.

თვისებები

ეზოთერიკულ სამყაროში ჟადეიტი განთქმულია მისი ენერგეტიკის გამო. ჟადეიტს ოცნებების ქვასაც ეძახიან. ძველად მიაჩნდათ, რომ ჟადეიტი ადამიანს სულების სამყაროში მოგზაურობაში ეხმარებოდა. ხშირადი იყენებდნენ რიტუალური ცოდნისთვის, კრეატიულობის გასაძლიერებლად და სიზმრების გასახსენებლად.

ეზოთერიკოსების მიერ, ჟადეიტი აღიარებულია როგორც იღბალისა და მეგობრების მოსაზიდი ქვა. ის ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდესა და ჰარმონიას მოიტანს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ჟადდეიტს იყენებენ რეპროდუქციული ორგანოებისთვის, ძვლებისთვის, ტკივილებისთვის, გულისა და სისხლისთვის, მაღალი წნევის და კრუნჩხვების პრობლემებისას. 

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთანანაჰატა.