ქიმიური ფორმულა – LiAl[Si2O6]
სიმაგრე – 6.5
ფერი – ღია იისფერი, ვარდისფერი.
კუნციტი პირველად კონექტიკუტში (აშშ) აღმოაჩინეს, სახელი კი ამერიკელი მინეროლოგის და Tiffany & Company – ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯორჯ ფრედერიკ კუნცის საპატივცემულოდ დაერქვა. კუნცი ასევე ლეგენდარული ამერიკელი ფერადი ქვების სპეციალისტი და იუველირი იყო, მან კუნციტი სრულად 1902 წელს აღწერა.
საბადოები
მიუხედავად იმისა, რომ კუნციტი პირველად აშშ-ში აღმოაჩინეს, მისი ყველაზე დიდი მომწოდებელი ავღანეთი და პაკისტანია. ასევე კუნციტი ბრაზილიასა და მადაგასკარშიც მოპოვება.
თვისებები
კუნციტს ძლიერ სულიერ ქვად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ის წარსულის მტკივნეული მოგონებებისგან ანთავისუფლებს, ხსნის შიშებს და მფლობელს ცხოვრების სიხარულისა და სიყვარულის აღქმაში ეხმარება. კუნციტი ადამიანს აცილებს ენერგიულ ბლოკებს. ამბობენ, რომ კუნციტს ძლიერი დამცავი თვისებები აქვს. მას ადამიანის ცხოვრებაში იღბალი და სიმდიდრე მოაქვს.
მიიჩნევა, რომ კუნციტი დამამშვიდებელი ქვაა და მფლობელს მოუხსნის ყველანაირ სტრესსა და დაძაბულობას. ხშირად ამბობენ, რომ ხანდახან მხოლოდ შეხედვაც კი კმარა იმისთვის, რომ დღე სიხარულით აივსოს. მიიჩნევა, რომ კუნციტი მფლობელს თავიდან ააცილებს გაუწონასწორებელ სიბრაზეს, ასევე გაწმენდს მფლობელის აურას ნეგატივისგან.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები კუნციტს ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად, გულისა და სისხლისთვის იყენებენ. მიიჩნევა, რომ ქალებისთვის განსაკუთრებით კარგად მოქმედებს რეპროდუქციულ ორგანოებზე. ასევე გოგონებს მარტივად გადაალახინებს გარდატეხის ასაკს. ამბობენ, რომ ზოგადად კარგად მოქმედებს კანზე და ანესთეზიის შემდგომ გამოწვეულ პრობლემებზე.
ჩაკრები
ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.