ქიმიური ფორმულა – Na3KLi2(Fe3+Mn3+,Al)2[Si12O30]
სიმაგრე – 5.5 – 6.5
ფერი – იისფერი, იასამნისფერი
სუგილიტს სახელი იაპონელი პეტროლოგისტის, კენ-იჩი სუგი-ს საპატივცემულოდ დაერქვა (1944). სუგილიტი იშვიათ მინერალად ითვლება, რაც მის ფასს საკმაოდ ზრდის.
ყველაზე მაღალფასიანი სუგილიტი კაშკაშა იისფერია, მაგრამ მისი ნახვა შედარებით ბაც ფერებშიცაა შესაძლებელი.
საბადოები
სუგილიტი იაპონიაში იქნა აღმოჩენილი. მისი მოპოვება ასევე აფრიკაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, იტალიასა და კანადაშია შესაძლებელი.
თვისებები
სუგილიტს „მკურნალების ქვას“ უწოდებენ. ეზოთერიკოსების თქმით, ეს იისფერი ქვა ადამიანს ეხმარება შოკისა და იმედგაცრუების გადატანაში.
ასევე გამოიყენება დამალული ნიჭისა და ტალანტების აღმოჩენაში. ამბობენ, რომ ამცირებს სიბრაზის, ეჭვიანობისა და შურის გრძნობებს. ზოგადად მფლობელის ცხოვრებაში მოიტანს სიმშვიდესა და ჰარმონიას.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები მას თავის ტკივილისა და ქრონიკული შაკიკის დროს გამოიყენებენ. ზოგადად ამბობენ, რომ ეს ქვა ნებისმიერი სახის დისკომფორტს მოხსნის და ადამიანს ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება.
ჰოროსკოპი
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ სუგილიტი განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს თევზებზე. მისი ტარება სხვა ნიშნებსაც შეუძლიათ.
ჩაკრები
ასოცირდება მესამე თვალთან – აჯნა და გვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა.