ქიმიური ფორმულა – SIO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – ყავისფერი, ოქროსფერი ყვითელი
ვეფხვის თვალი ბოჭკოვანი, მიკროკრისტალური კვარცის მოოქროსფრო-მოყავისფრო ნაირსახეობაა. მას ფსევდომორფულ კვარცსაც ეძახიან. ვეფხვის თვალი საკმაოდ ხშირი ქვაა, ამიტომაც მას ძალიან იშვიათად აყალბებენ. უმეტეს შემთხვევაში ბაზარზე ნატურალური ვეფხვის თვალი იყიდება, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასებში.
ბაზარზე ხშირად ნახავთ სახელებს – მწვანე ვეფხვის თვალი, წითელი ვეფხვის თვალი, ლურჯი ვეფხვის თვალი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ვეფხვის თვალი არსებობს მხოლოდ ოქროსფერი, მის მოწითალო სახეობას ქვია ხარის თვალი, ხოლო ლურჯ სახეობას შევარდენის თვალი. ხშირად ბაზარზე იყიდება სხვადასხვა ფრად შეღებილი ვეფხვის თვალი, მათი ნატურალურისგან გარჩევა საკმაოდ მარტივია.
რკინის ვეფხვის თვალი
ვეფხვის თვალი ბუნებაში ხშირად გვხვდება ჰემატიტის ბუნებრივი ჩანართებით. ამ შემთხვევაში ვეფხვის თვალს ეძახიან “რკინის ვეფხვის თვალს”. რკინის ვეფხვის თვალი ხშირად არ დაიკრავს დამახასიათებელ კატის თვალის ეფექტს.
საბადოები
მისი პოვნა საკმაოდ ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი, ორი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახლავთ ტაილანდი და აფრიკა. ასევე ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, კორეა, ბურმა, ნამიბია ესპანეთი და ა.შ.შ.
თვისებები
ეზოთერიკოსების თქმით, ვეფხვის თვალი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც აკლია ენერგია, გრძნობს დაძაბულობას და აწუხებს სტრესი.
მიიჩნევა, რომ ვეფხვის თვალი იღბალის უნივერსალური ქვაა. ის შრომისმოყვარე ადამიანებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება და იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას. ეზოთერიკოსების თქმით, თუ ადამიანი ცდილობს წიგნის, სიმღერის, ნახატის ან რაიმე პროექტის დასრულებას, ვეფხვის თვალი გააძლიერებს კრეატიულობას და დაწყებული საქმეების დასრულებაში დაეხმარება მას.
ულამაზესი, ოქროსფერის გამო, მიიჩნევა, რომ ვეფხვის თვალი აძლიერებს ნებისყოფას, მიზანმიმართულობას, თვითშეფასებას, შინაგან ძალასა და შესაძლებლობებს.
ლიტოთერაპევტების თქმით ვეფხვის თვალი, უძლიერესი დამცავი ქვაა, რომლის ტარებაც ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სამოგზაუროდ მიდის. ეს ქვა ეხმარება მფლობელს არასაჭირო სურვილები რეალური მიზნებისგან განასხვავოს.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ვეფხვის თვალი ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა, ასევე კარგია სახსრების ანთების, ასთმის, გულის შესუსტებული მუშაობის, დეპრესიის, მუდმივი დაღლილობის, შიშებისა და ქალური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
ჩაკრები
ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან – მანიპურა.