ბერილი

ქიმიური ფორმულა – Be3Al2(SiO3)6
სიმაგრე – 7.5 – 8
ფერი – გამჭირვალე, მწვანე, ცისფერი, ყვითელი, ვცარდისფერი, წითელი

ბერილი მინერალების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს, რომელშიც საკმაოდ ბევრი მინერალია გაერთიანებული. გამჭირვალე ბერილის ჯიშის მიმნერალებს „ძვირფასი ბერილის ჯგუფს“ ეძახიან, მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ზურმუხტია, მის შემდეგ ცისფერი აკვამარინი მოდის. ამ ორ მინერალს დამოუკიდებლად განვიხილავ სხვა სტატიებში.

საბადოები

ბერილს უმეტესად ბრაზილიაში მოიპოვებენ, იქაური ნიმუშები უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. მათი მოპოვება ასევე შესაძლებელია მადაგასკარზე, ნამიბიაში, შრი-ლანკაში, ნიგერიასა და ზიმბაბვეში.

ბერილი, როგორც კვარცი, მრავალ ფერში გვხვდება. ყველაზე გავრცელებული ბერილის სახეობებია:

ჰელიოდორი

ჰელიოდორს მომწვანო-მოყვითალო ან ოქროსფერ ბერილს ეძახიან, რომელიც ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.  ამ ტიპის ბერილს უმეტესად მადაგასკარში მოიპოვებენ.

მორგანიტი

მოვარდისფრო-მოიისფრო ბერილი მორგანიტის სახელითაა ცნობილი. მას ხშირად ვარდისფერ ზურმუხტსაც ეძახიან. მორგანიტი ძალიან იშვიათი ქვაა.

გოშენიტი

გოშენიტი გამჭირვალე ბერილია. რეალურად ის ბერილის ყველაზე სუფთა ნაირსახეობაა. გოშენიტი პირველად მასაჩუსეტსში, გოშენში აღმოაჩინეს.

ბიქსიბიტი

მიუხედავად იმისა, რომ ზურმუხტი ბერილის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, ბიქსბიტი ყველაზე იშვიათი და ძვირი წითელი ბერილია.