არაგონიტი

ქიმიური ფორმულა – CaCO3
სიმაგრე – 3.5 – 4
ფერი – თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, სტაფილოსფერი, ყავისფერი.

არაგონიტი კალციუმის კარბონატი და მინერალ კალციტის შედარებით მყარი ნაირსახეობაა.
არაგონიტის კრისტალის სტრუქტურა სხვა კალციტის სახეობებისგან განსხვავდება, რაც მის კრისტალს სხვანაირ ფორმას აძლევს. არაგონიტი ორგანული სუბსტანციების (მარგალიტის, ამონიტის, სადაფის, მარჯანის) ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია.

მინერალს სახელი ” არაგონიტი” XIX საუკუნის დასაწყისში საქსონიელმა გეოლოგმა ა.გ ვერნერმა დარქვა. ეს სახელი ესპანეთის ქალაქ “არაგონიიდან” მოდის, სადაც მინერალი პირველად აღმოაჩინეს.

საბადოები

არაგონიტის ყველაზე დიდ ნაწილს ესპანეთში მოიპოვებენ, ის ასევე გვხვდება ჩეხეთში, რუსეთში, სლოვაკეთში, მექსიკაში, მოროკოში, ნამიბიასა და ა.შ.შ-ში.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, არაგონიტი განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს დაბნეულ და გაფანტულ ადამიანებზე. ის მფლობელს სტრესსა და დაღლილობას შეუმსუბუქებს. მიიჩნევა, რომ არაგონიტი აძლიერებს კონცენტრაციის უნარს, ამიტომაც კარგია სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, მეცნიერებისთვის და ზოგადად ისეთი ადამიანებისთვის ვისაც სამუშაოს დროს ბევრი ფიქრი სჭირდებათ.
ხშირად ამბობენ, რომ არაგონიტი სახლის ქვაა რომელიც მფლობელის სახლის აურას გაწმენდს და ოჯახის წევრებს ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
საერთოში არაგონიტი სიმშვიდისა და ჰარმონიის ქვად მიიჩნევა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები არაგონიტს მოტეხილობების შეხორცების დაჩქარებისთვის იყენებენ. მიიჩნევა, რომ რადგანაც არაგონიტი ძლიერი დამამიწებელი ქვაა, ის მფლობეს სტრესის მოხსნაში დაეხმარება და დაიცავს შემდგომი გართულებებისგან, როგორიცაა: სპაზმები, მოუსვენრობა და უძილობა.

ჰოროსკოპი

მიიჩნევა, რომ არაგონიტის ტარება ნებისმიერი ნიშნის ადამიანს შეუძლია. განსაკუთრებულად კარგია დაოჯახებული მფლობელისთვის, რადგანაც ის ოჯახისა და ურთიერთობების სიმბოლოა.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთანმულადჰარა, სვადჰისტანა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *