სალვადორ დალის მიერ შექმნილი, არაამქვეყნიური სამკაული

გამარჯობა მეგობრებო!
დღეს ყველასათვის ცნობილ მხატვარზე სასაუბროდ მოვედი!

ალბათ გაგიკვირდათ კელისტოუნსის გვერდზე, მხატვარ სალვადორ დალიზე სტატია რომ ნახეთ, სიმართლე გითხრათ მეც მიკვირს, თითქოს მხოლოდ ქვებზე ვწერ, არადა ამ სფერომ დედამიწის იმდენ საინტერესო კუთხეში მიმიყვანა, ვერც წარმოიდგენთ. რაც უფრო ვუღრმავდები ქვების სფეროს მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ კრისტალები ყველა დროსა და ეპოქაში უყვარდათ, მათზე ასობით საინტერესო ლეგენდა, ისტორია და მითი არსებობს.
სწორედ ქვებისადაგამო გადავიკვეთეთ მე და დალი, ისიც ქვებზე და სამკაულზე იყო შეყვარებული, რა გასაკვრია, ხელოვნების საზღვრები ხომ ხშირ შემთხვევაში გაცრეცილი ხაზითაა მონიშნული. ფორმისა და ფერის უნიკალურმა ხედვამ სალვადორ დალი სამკაულამდე მიიყვანა და ამ სტატიით შევეცდები მისი განვლილი გზა და შედევრები გაჩვენოთ.

რა გინდა ჩემო გულო? რას ისურვებ ჩემო გულო?

ლალის მფეთქავ გულს!

როდესაც დალიმ სამკაულზე მუშაობა გადაწყვიტა 1941 წელი იყო. სამკაულის იდეებთ შეპყრობილ მხატვარს სანდო იუველირი სჭირდებოდა, არა მხოლოდ იუველირი, არამედ არტისტი, ადამიანი რომელიც მის აკვიატებულ ხედვებს რეალურ ნივთებად აქცევდა. დალი იმედოვნებდა, რომ ეს ადამიანი ჰერცოგი ფულკო დი ვერდურა იქნებოდა, დამწყები არტისტი, რომელმაც კოკო შანელთან და პაულ ფლატოსთან (ამერიკელი დიზაინერი) მუშაობით გაითქვა სახელი.

კოკო შანელი და ფულკო დი ვერდურა – პარიზი – 1937წ – townandcountrymag.com


დალი ვირჯინიის პლანტაციებზე, მდიდარი ამერიკელი ხელოვნების მფარველის, ქარეს ქროსბის სახლში ისვენებდა. სწორედ აქ მოიწვიეს მათ ჰერცოგი ვერდურა.
როდესაც ჰერცოგი ვერდურა სახლში შევიდა, მან გაოცებისაგან თავი ვერ შეიკავა. სახლს არ ქონდა დენი და გათბობა, ინტერიერი მტვრიანი და მიულაგებელი იყო, ოთახი მიტოვებულ ქოხს უფრო გავდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური იყო, რადგანაც მხიარული დალი ჰერცოგს ოთახში მიუძღვებოდა თან სახლს პიკასოს ატელიეს ამსგავსებდა. მიუხედავად დაბნეულობისა და ძვლებში მტეხავი სიცივისა ახალგაზრდა არტისტს არაფერი შეუმჩნევია და მშვიდად ითმენდა მოცემულ სიტუაციას, უეცრად ოთახში მყოფნი ერთიადად ახარხარდნენ და მხოლოდ მაშინღა მიხვდა ვერდურა დალის ოხუნჯობებს. სახლი მართლაც მიტოვებული ყოფილა, დალიმ რამდედნიმე დღე იმუშავა იმაზე, რომ ჰერცოგი შენობაში შეეტყუებინათ.

საბოლოო ჯამში, ჰერცოგ ვერდურას თქმით ქროსბის ნამდვილი სახლი კომფორტისა და დახვეწილობის შედევრი იყო, შეხვედრამ კი წარმატებით ჩაიარა.
დალიმ და ვერდურამ საერთო ხუთი ნამუშევარი 1941 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. ხუთივე ნამუშევარს საერთო მოტივი ჰქონდათ, სამკაულის ცენტრში მოთავსებული იყო დალის მინიატურული ნახატი, გარშემო ჩარჩო კი დამზადებული იყო ვერდურას მიერ.

ბროში – “მედუზა” ოქრო, მორგანიტი, ლალი და სალვადორ დალის მინიატურული ნახატი thejewelryloupe.com


ამ წარმატების შემდეგ, 1950 იანი წლების განმავლობაში მხატვარს უფრო მეტად ფანტასტიკური ნამუშევრების კეთების სურვილი გაუჩნდა. მას აღარ აკმაყოფილებდა სამკაული სამკაულის სახით, დალი მეტზე ოცნებობდა.
მან ამ ოცნების ახდენა მხოლოდ იუველირ, კარლოს ალემანის დახმარებით შეძლო. მათი ნამუშევრები უმეტესად ექსკლუზიური იყო, მხატვარი სამკაულსა და სკულპტურებში იყენებდა ძვირფას ქვებს, როგორიცაა საფირონი, ლალი, ზურმუხტი, ლაზურიტი და მალაქიტი. ეს მაშინ, როდესაც სურეალისტური სამკაულის არტისტები საკმაო პოპულარობით სარგებლობდნენ და მათი კონცენტრაცია საყოფაცხოვრებო ნივთებზე და სამკაულში იშვიათადგამოყენებად მატერიალებზე იყო მიპყრობილი, მაგალითად როგორიცაა მერეტ ოპენჰეიმის შაქრის კუბის ბეჭედი ან თუნდაც ბეწვისა და ოქროს სამაჯურები.

“დალის სამკაული აბსოლიტურად სერიოზულია. მე მიხარია, რომ ადამიანებს ტელეფონის საყურეების დანახვისას ეღიმებათ, ღიმილი სასიამოვნოა. მაგრამ ეს საყურეებიც, როგორც ყველა ჩემი სხვა სამკაული, სერიოზულია, ისინი წარმოადგენენ ყურს; ჰარმონიისა და ერთიანობის სიმბოლოს; დღევანდელი კომუნიკაციის საშუალებას; აზრის წამიერი შეცვლის იმედსა და საფრთხეს.” – სალვადორ დალი.

“ხმის გამძლეობა” – 1950წ – ბრილიანტი, ზურმუხტი, ლალი, ოქრო. thejewelleryeditor.com

ამ დროის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი – “დროის თვალია”. დროის თვალის ოთხი რეპლიკიდან ერთერთი 2014 წელს სოტბის აუქციონზე 1.055.00 მილიონ დოლარად გაიყიდა.

“დროის თვალი”


სწორედ ამ პერიოდში, 1958 წელსაა შექმნილი ცნობილი “ლალის ტუჩები” მარგალიტის კბილებით, რომელიც არტისტმა მსახიობ პაულეტ გოდდარდს მიუძღვნა.

“ლალის ტუჩები” – Primaveragallery.com
“კოსმიური სპილო” 1961 წ – ოქრო აკვამარინი ლალ – thedaliuniverse.com


“ჩემი მიზანი – საიუველირო ხელოვნების ნამდვილი არსის დანახვებაა. დიზაინი და ხელსაქმე ოქროზე და ქვებზე ძვირფასია, როგორც რენესანსისას იყო. … ჩემი ხელოვნება მოიცავს მათემატიკას, ფიზიკას, არქიტექტურას, ბირთვულ ფიზიკას – ფსიქოლოგიასა და მისტიციზმს, არა მხოლოდ ნახატს და სამკაულს.
დალის სიტყვები სულაც არაა გასაკვირი, რადგანაც მის ალემანის კოლექციაში მექანიკურ, მოძრავ ნამუშევრებსაც ნახავთ.
ყველაზე ცნობილი და სიმბოლური სწორედ გალასთვის მიძღვნილი, 46 ლალის, 42 ბრილიანტითა და 4 ზურმუხტით მორთული, მფეთქავი გულია. “სამეფო გული”

ასევე ცნობილია მექანიკური ბრილიანტებით მორთული ყვავილი, რომლის ფოთლებიც იღება და იკეტება. “

“ცოცხალი ყვავილი” – catawiki.com

ლალის, ბრილიანტისა და ზურმუხტის ქვებით გაფორმებული ზღვის ვარსკვლავი, რომელსაც ცენტრში დიდი მარგალიტი აქვს. ამ ზღვის ვარსკვლავს ადამიანის ხელზე შეუძლია ჩაჭიდება.

1970 წლამდე სალვადორ დალიმ 39 სამკაულის ჩანახატი და 37 ნამუშევარი შექმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ არტისტის ჩანახატების მიხედვით ბოლო ორი ნამუშევარიც შეიქმნა. ამ კოლექციამ არტისტის სიცოცხლეში და მის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის მილიონრების ხელში გაიარა და საბოლოო ჯამში, მხატვრის სამშობლოში, ესპანეთში, კატალონიაში დალის სახელობის მუზეუმში დაიდო ბინა.

Dali Theatre-Museum

სიყვარულით კელისგან <3

გამოყენებული მასალა

  • Dali-Jewels: The Collection of Gala-Salvador Dali
  • www.thejewelleryeditor.com/jewellery/vintage/article/surrealist-artists-who-created-jewel-sized-masterpieces

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *