ბენიტოიტი

ქიმიური ფორმულა – BaTi(Si3O9)
სიმაგრე – 6, 6.5.
ფერი – ლურჯი

ბენიტოიტი საკმაოდ იშვიათი ლურჯი მინერალია, რომელიც კალიფორნიის შტატში სან ბენიტოს მდინარეში აღმოაჩინეს, სწორედ ამ მდინარის საპატივცემულოდ დაერქვა უცხო ლურჯ ქვას სახელი ბენიტოიტი.

ბენიტოიტის ქვა ხშირად ერევათ საფირონში მისი კაშკაშა ლურჯი ფერის გამო, მაგრამ ამ ორ ქვას ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ბენიტოიტი ბევრად უფრო იშვიათი ქვაა, რადგანაც მისი მარაგი ბუნებაში მწირია, სამკაულში ბენიტოიტის გამოყენება ლიმიტირებულია, მაგრამ ეს კაშკაშა ლურჯი ქვა კოლექციონერების ერთ-ერთი უსაყვარლესი მინერალია.

ბენიტოიტი შტატ კალიფორნიის ოფიციალური ქვაა.

Photo by – Okayan96

საბადოები

ბენიტოიტის მოპოვება შესაძლებელია კალიფორნიაში, მონტანასა და არკანზასში. მცირე რაოდენობით მოიპოვება რუმინეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და იაპონიაში.

Photo by – Benitoite _kid

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ ბენიტოიტი კარგი ქვაა კომუნიკაციის პრობლემებისას, როდესაც ადამიანი ზედმეტად მორცხვი ან მორიდებულია. ამბობენ რომ ბენიტოიტის ქვას შეუძლია ადამიანის შინაგანი მეს წარმოჩენა და ეხმარება მას სათქმელის თქმაში.

ეზოთერიკოსების თქმით ბენიტოიტის დახმარებით მფლობელს შეუძლია საქმეზე კონცენტრირდეს, გაიღვივოს ინტუიცია, მეხსიერება და კრეატიულობა.

ზოგადად ამბობენ, რომ ბენიტოიტს ადამიანის სულისა და გონების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია, რაც მის მფლობელის განწყობაზე, შემართებაზე და მსოფხედველობაზე დადებითად მოქმედებს.

Photo by – Teruhiko_katagawa

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით ბენიტოიტი გამოიყენება ფარისებური ჯირკვლის, მეტყველებისა და ყელის პრობლემების დროს.

ჰოროსკოპი

ბენიტოიტი წყლის სტიქიის ნიშების ქვად ითვლება – კირჩხიბი, თევზები, მორიელი.

ჩაკრები

ასოცირდება მესამე თვალთან და ყელის ჩაკრასთან – აჯნა, ვიშუდჰა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *