ქიმიური ფორმულა – (Mg,Fe)SiO3
სიმაგრე – 5, 5,5.
ფერი – ყავისფერი, სტაფილოსფერი, მეტალიკი.
ბრონზიტი მინერალების ჯგუფის – პიროქსინის წევრი, მაგნიუმის სილიკატური ნაერთი და ენსტატიტის რკინის შემცველი ვარიაციაა, ამიტომაც გაპრიალებისას შესამჩნევად კაშკაშებს. გაპრიალებამდე ბრონზიტი ჩვეულებრივ ქვას გავს.
ისტორიულად ბრონზიტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ არსებობს, მხოლოდ რამდენიმე ცნობა ანტიკური ცივილიზაციებიდან, რომ მას იყენებდნენ როგორც სამკურნალო ფხვნილს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე ამ ქვის მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.
საბადოები
ბრონზიტის მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი.
თვისებები
ბრონზიტს თავაზიანობის ქვას ეძახიან. თანამედროვე ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბრონზიტი დასაბალანსებელი, გონების სისუფთავისა და შემართების მომცემი ქვაა. მისი ულამაზესი ბზინვარების გამო, მიიჩნევა რომ ბრონზიტს მფლობელისთვის ენერგიის მიცემა და თვითშეფასების ამაღლება შეუძლია,
ეზოთერიკოსების თქმით, ბრონზიტი განსაკუთრებით კარგია მორცხვი და დაბნეული ადამიანისთვის, რადგანაც მათ გამბედაობას და თავის გამოჩენის სურვილს გაუძლიერებს თან შეუნარჩუნებს თავაზიანობასა და რიდს.
სამკურნალო თვისებები
თანამედროვე ლიტოთერაპევტები ბრონზიტს ნერვული სისტემისთვის იყენებენ. როგორც ამბობენ ბრონზიტი ამშვიდებს და აბალანსებს ადამიანს პანიკური შეტევებისა და გაძლიერებული ფობიების დროს.
ჰოროსკოპი
ასტროლოგების თქმით ბრონზიტი განსაკუთრებით უხდება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
ჩაკრები
ბრონზიტი ასოცირდება ფუძის და მეორე ჩაკრასთან – მულადჰარა, სვადიშტანა.