ციტრინი

ქიმიური ფორმულა: SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – ყვითელი, ოქროსფერი, ყავისფერი.

ციტრინის სახელი მოდის ფრანგული სიტყვა “Citron”-იდან, რაც თარგმანში ლიმონს ნიშნავს. მიუხედავად მისი სახელისა, ციტრინი შეიძლება იყოს ყვითელი ფერის სხვადასხვა გრადაციებში, მოოქროსფროც კი. ციტრინი კვარცის ნაირსახეობათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ქვაა. ამის გამო ბაზარზე უმეტესად შეფერილ ან თერმულად დამუშავებულ ქვებს შეხვდებით. განსაკუთრებულად ხშირია ამეთვისტოს თერმულად დამუშავების შედეგად მიღებული ციტრინი. მისი გამორჩევა საკმაოდ მარტივია, რადგანაც ასეთი სახის ციტრინი უფრო მოწითალო მოყავისფრო ფერისაა. ციტრინის გარჩევაზე დამოუკიდებელი სტატია გვაქვს.

საბადოები

ბრაზილია ციტრინის ყველაზე დიდი მომწოდებელია, გარდა ამისა მისი პოვნა არგენტინაში, ეთიოპიაში, ბოლივიაში, საფრანგეთში, ურუგვაისა და ზამიბიაშია შესაძლებელი.

თვისებები

ეზოთერიკულ სამყაროში ციტრინი წარმატებისა და ფინანსების ქვად ითვლება, ამიტომ მას მეტსახელად „ვაჭრების ქვასაც“ ეძახიან. მიიჩნევა, რომ ციტრინს იღბალი მრავალი განხრით მოაქვს. ტრადიციულად, ციტრინის ქვას შემოსავლის გასაზრდელად, საფულეში ან სალაროში დებენ ხოლმე. ციტრინს ადამიანისთვის ხელგაშლილობის მოტანაც შეუძლია. მიიჩნევა, რომ ეს მინერალი აძლიერებს მფლობელის შინაგან ენერგიასა და მიზანმიმართულობას.

ეზოთერიკოსების თქმით, ციტრინი იმ უნიკალური ქვების მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არ ითვისებს უარყოფით ენერგიას და შესაბამისად გაწმენდასაც არ საჭიროებს. რადგანაც ეს მინერალი მზის წნულის ჩაკრასთან ასოცირდება, მიიჩნევენ, რომ ადამიანში თავდაჯერებულობას აძლიერებს, ხსნის განკიცხვისა თუ დაცინვის შიშს. ამბობენ, რომ ციტრინი ბედნიერი ქვაა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, ციტრინი ასტაბილურებს ტვინის მოქმედებას, კარგია ფსიქიკისა და ნერვული სისტემისთვის. კარგად მოქმედებს დაღლილობის მოსახსნელად, არეგულირებს ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს. ლიტოთერაპევტები ციტრინს ალერგიების დროს იყენებენ, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.

ჩაკრები

ციტრინი ასოცირდეა მზის წნულის ჩაკრასთან – მანიპურა.