ფლუორიტი

ქიმიური ფორმულა – CaF2
სიმაგრე – 4
ფერი – სხვადასხვა

ფლუორიტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მინერალად ითვლება. მას „ყველაზე ფერად“ ქვასაც ეძახიან. ეს ულამაზესი ქვა პირველად 1530 წელს აღწერეს. ფლუორიტი შეიძლება იყოს როგორც გამჭირვალე ასევე, გაუმჭირვალე, შავამდეც კი. განსაკუთრებულად ცნობილია იისფერი, ცისფერი მწვანე და ოქროსფერი. მინერალის ნახვა შესაძლებელია როგორც ერთ ფერში, ასევე ცისარტყელისებრ ხაზებში.

საბადოები

ფლუორიტის მოპოვება ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით, არგენტინაში, ავსტრიაში, კანადაში, ჩინეთში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, მექსიკაში, ნამიბიაში რუსეთში და აშშ-ში გვხვდება.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ფლუორიტი მენტალური სისუფთავისა და წესრიგის ქვაა. მიიჩნევა, რომ ის ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონიას და წონასწორობას მოიტანს, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება მფლობელს, ეს ყველაფერი კი მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ამბობენ, რომ თუ ადამიანი სწავლობს, ან აპირებს სწავლის დაწყებას, ფლუორიტი მისთვის კარგი დამხმარე იქნება, რადგანაც ის კონცენტრაციისა და მიზანმიმართულობის ქვად ითვლება. ამ თვისების გამო ფლუორიტს ხშირად იყენებენ სტუდენტები.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ფლურიტს წნევის დასარეგულირებლად იყენებენ. კარგია დეტოქსიკაციისთვის, ძვლებისთვის, კბილებისთვის, თავბრუსხვევისთვის, ხველებისთვის, სხვადასხვა ტკივილებისას, ნერვებისთვის, უძილობისთვის, გაციებისას და ზოგადად მდგრადი ჯანმრთელობისთვის.

ჩაკრები

მომწვანო ფლუორიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან, იისფერი მესამე თვალთან, ხოლო ოქროსფერი მზისწნულთან.