ქალცედონი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – ნაცრისფერი, თეთრი, მოცისფრო, იასამნისფერი, ყვითელი, ყავისფერი.

ქალცედონი კვარცის ჯგუფის მინერალების ერთ-ერთი კლასია. ტექნიკურად „ქალცედონი“ გემოლოგიური ტერმინია, რომელიც კვარცის ყველა ქრიპოკრისტალინის ფორმის მინერალს აერთიანებს. ქალცედონის ჯგუფიში შედის: აქატი, ჰელიოტროპი, ონიქსი, სარდიონი, ქრიზოპრაზი და ცისფერი ქალცედონი. თავად მინერალი ქალცედონი სუფთა სახის არის თეთრი ან მონაცრისფრო ფერის.

ქალცედონი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მინერალთა ჯგუფს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ მის ნაირსახეობებს სამკაულში და საიუველირო განხრით იყენებენ, ქალცედონი ასევე მეცნიერებასა და ინდუსტრიალურ პროცესშიც ფართოდ გამოიყენება.

საბადოები

ქალცედონის მოპოვება უმეტესად ვულკანურ ლოკაციებზე ხდება, როგორიცაა, ურუგვაი, ინდოეთი, მადაგასკარი, მექსიკა, ბრაზილია, აფრიკა და აშშ.

თვისებები (ცისფერი ქალცედონი)

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ცისფერ ქალცედონს საკმაოდ ნაზი ენერგეტიკა გააჩნია, ის აწყნარებს გაღიზიანებულ და გაბრაზებულ ადამიანებ და მფლობელს უფრო გულახდილს ხდის. ცისფერი ქალცედონის დახმარებით ადამიანი უფრო გამბედავი ხდება და უადვილდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლა და საუბარის წარმართვა.

ეზოთერიკოსების თქმით, ადამიანს ცისფერი ქალცედონის დახმარებით ინტუიციისა და მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია. ასევე გამოიყენებენ ცუდი სიზმრებისა და მათი გამომწვევი მიზეზების თავიდან მოცილებისთვის. ანტიკურ ცივილიზაციებში მიიჩნეოდა, რომ ცისფერ ქალცედონს ძლიერი დამცავი ენერგეტიკა გააჩნდა, რომელიც ადამიანის როგორც ემოციურს ასევე ფიზიკურ ნაწილს ავი თვალისგან იცავდა.

სამკურნალო თვისებები

ძველად ცისფერ ქალცედონს მხედველობის გასაუმჯობესებლად და თვალების დაავადებებისას იყენებდნენ. დღეს ლიტოთერაპევტები ქალცედონის მეშვეობით სისხლის ცუდ ცირკულაციას, ძვლების დაავადებებს, ელენთის, ნაღვლის ბუშტისა და ლაქტაციის პრობლემებს ამსუბუქებენ და კურნავენ.

ჩაკრები

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.