ჰესონიტი

ქიმიური ფორმულა – Ca3Al2(SiO4)3
სიმაგრე – 7 – 7,5
ფერი – ყავისფერი – წითელი

ჰესონიტი გრანატების (ძოწების) ჯგუფის წევრია, კონკრეტულად კი გროსულარის ვარიაციაა. მიუხედავად იმისა, რომ გროსულარის ვარიაციები უმეტესად მწვანე ფერის არიან, ჰესონიტს მუქი წითელი, მოყავისფრო, მოსტაფილოსფრო ფერი აქვს.

საბადოები

ჰესონიტის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, შრი ლანკა, ინდოეთი, კანადა, ტანზანია, მადაგასკარი და აშშ.

თვისებები

ტრადიციულად ჰესონიტი ვნებებისა და კრეატიულობის ქვაა. ამბობენ, რომ ეს მინერალი ადამიანს საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვაში ეხმარება და კარგად მოქმედებს დეპრესიისაკენ მიდრეკილ ადამიანებზე, რომლებსაც ჰესონიტი მიზანმიმართულებით, ნებისყოფით და ზოგადი პოზიტივით ავსებს.

ეზოთერიკოსების თქმით, ჰესონიტი ოჯახური იდილიის დამცავი ქვაა რომელიც ნაჩხუბარ წყვილს არიგებს და ჰარმონიის შენარჩუნებაში ეხმარება მათ.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ჰესონიტი კარგად მოქმედებს შარდსასქესო ორგანოებზე, სისხლის მიმოქცევაზე, გულის მუშაობაზე და ელენთაზე.

ჰოროსკოპი

ტრადიციულად ჰესონიტი მერწყულების ქვაა. ასევე ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ სასწორისთვის და კირჩხიბისთვის ეს მინერალი განსაკუთრებით კარგია.
ზოგადად კარგად მოქმედებს ცეცხლის სტიქიის ნიშნებზე – ვერძი, მშვილდოსანი, ლომი.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთან – მანიპურა, სვადჰისტანა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *