ყურძნის აქატი

გამარჯობა ჩემო კარგებო!

მოვედი ძალიან ლამაზ ქვაზე სალაპარაკოდ, ყურძნის აქატზე თუ გსმენიათ რაიმე? დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გინახავთ, მსოფლიოს ულამაზესი ქვების სიაში.


საქმე იმაშია, რომ ყურძნის აქატი შედარებით ახალი ქვაა, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და დღემდე, ინდონეზია ერთადერთ მომწოდებლად მიიჩნევა, ამიტომაც ამ სახის აქატი შედარებით ძვირი და იშვიათია.

ყურძნის აქატი, იისფერი ქალცედონის სახეობაა. მას ბურთისებური ფორმის კრისტალი (botryodal) აქვს, მსგავსი კრისტალის წყობა ნანახი გექნებათ მალაქიტის, ჰემატიტისა და პრენიტის დაუმუშავებელ ქვებში.


რადგანაც ყურძნის აქატი იშვიათი ქვაა, მისი შეღებილი ვარიანტები ბაზარზე საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ, ამიტომაც სანამ ამ ქვას შეიძენთ, მომწოდებლის პროფესიონალიზმში დარწმუნდით.
არის შემთხვევები, როდესაც ყურძნის აქატი შეიძლება იყოს ორი ან მეტი ფერის, ყველაზე ხშირად მომწვანო მოლურჯო გრადაციებით გვხვდება. ამ შემთხვევაში, მინერალი უფრო ძვირია.


თვისებები


რადგანაც ყურძნის აქატი შედარებით ახალი ქვაა, მასზე ვრცელი ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ ეზოთერიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ამ სახის აქატი არის ძლიერი ქვა მეექვსე და მეშვიდე ჩაკრებისთვის. კარგია ინტუიციის გასაძლიერებლად, სიზმრების გასახსენებლად, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. ასევე ამბობენ, რომ ყურძნის აქატი შემოქმედებითი ადამიანების კარგი მეგობარია. ზოგადად ამშვიდებს გონებას, ხშირად დებენ საძინებელში კარგი სიზმრებისთვისა და მოსვენებული ძილისთვის.


ასე რომ ჩემო კარგებო, ახლა თუ სადმე ამ უცნაურ და ულამაზეს ქვას წააწყდებით, გეცოდინებათ ვინ არის და რას წარმოადგენს 🙂

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *