ობსიდიანი

ქიმიური ფორმულა: 70-75% SiO2 + MgO, Fe3O4
სიმაგრე – 5 – 5.5
ფერი – შავი, წითელი, ფიფქებიანი, მწვანე
.

ობსიდიანი ვულკანური წარმონაქნია, მას ვულკანურ შუშასაც უწოდებენ. ეს ქვა უძველესი დროიდან სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვა დანიშნულებებით გამოიყენებოდა, მაგალითად ეგვიპტელები ობსიდიანს დანებად, ისრის თავებად, მახვილებად და ბასრ იარაღებად იყენებდნენ.

მას სახელი „ობსიუსის“ საპატივცემულოდ დაერქვა, ეს იყო რომაელი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ობსიდიანი.

ძირითადად ობსიდიანი შავია, მაგრამ არის განსხვავებული ტიპის ობსიდიანებიც, ესენია: ფიფქებიანი (წინწკლებიანი ობსიდიანი) ვენებიანი (წითელი) “კატის თვალი” იგივე ცისარტყელა ობსიდიანი და საკმაოდ იშვიათი მწვანე ობსიდიანიც.

საბადოები

ობსიდიანს უმეტესად მოიპოვებენ ისეთ ლოკაციებზე, სადაც ოდესღაც იყო (ან დღესაც არის) ვულკანური აქტივობა. ეს ქვეყნებია არგენტინა, კანადა, ჩილე, საბერძნეთი, ელ სალვადორი, გვატემალა, იტალია, იაპონია, კენია, სომხეთი, აზერბაიჯანი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პერუ, შოტლანდია, თურქეთი, ა.შ.შ და საქართველო.

“საქართველოში ობსიდიანი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას „ცის ნატეხს“ ეძახდნენ. კაჟთან ერთად იგი პირველი ქვაა, რომელიც ადამიანმა ჯერ კიდევ პალეოლითში გამოიყენა სამუშაო თუ საბრძოლო იარაღების დასმზადებლად. ფარავნის ობსიდიანის საბადო მდებარეობს ნინოწმინდის რაიონში, ართვინ-ბოლნისის ზონის ჯავახეთის ქვეზონის ახალქალაქის ბლოკის ფარგლებში და უკავშირდება ყოიუნდაგის ცენტრალური ვულკანური აპარატის ლავურ ნაკადს. ფარავნის საბადოზე ობსიდიანი გვხვდება ორ ნაირსახებით – შავი მოწითალო ლაქებით და ზოლებით. ორივე სახეობა წარმოადგენს შესანიშნავ სანაკეთო ქვას: ის ადვილად იჭრება, პრიალდება, ადვილად იბურღება.” – conference.sens-2014.tsu.ge

თვისებები

მიიჩნევა, რომ ობსიდიანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი ქვაა და კარგია ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად.

ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ობსიდიანი ადამიანებს შეურაცხყოფისგან, საფრთხისგან, ცუდი მოპყრობისგან, შევიწროვებისა და ბოროტი განზრახვისგან იცავს. ასევე მიიჩნევენ, რომ კარგია სხვადასხვა კავშირების გაწყვეტისას, როგორიცაა ქორწინება, მეგობრობა და ა.შ.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ობსიდიანი აძლიერებს თირკმელების მუშაობას, ასტაბილურებს სისხლის წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს. ითვლება, რომ ობსიდიანი კარგად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს ღვიძლისა და ჭარბი წონის პრობლემა.

ფიფქებიანი ობსიდიანი

ფიფქებიანი ობსიდიანი სისუფთავისა და სიფაქიზის სიმბოლოდ მიიჩნევა. ძველად სჯეროდათ, რომ ამ ქვას მოაქვს ბალანსი გონებასა და სხეულში. ამბობენ, რომ ამ ქვას შეუძლია გაწმინდოს ადამიანისა და გარემოს აურა, ასევე მფლობელს ეხმარება თავიდან მოვიშოროს წარსულის პრობლემები და ღრმად ჩარჩენილი ბოღმა, ბრაზი ან წყენა. ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ კარგია კანის პრობლემებისთვის და კარგად მოქმედებს ძვლებსა და სახსრებზე.

წითელი ობსიდიანი

წითელ ობსიდიანს ხშირად იყენებენ ენერგეტიკული კვანძების მოსაშორებლად. ამბობენ, რომ დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც მარტივად იღებენ თვალს. როგორც პირველი ჩაკრის ქვა, კარგია დამიწებისა და სტაბილურობისათვის. ეზოთერიკოსების თქმით ემოციური განხრით წითელი ობსიდიანი ადამიანს უძლიერებს თვითშეფასებას, ხოლო თუ მისი მფლობელი არის ზედმეტად ემოციური ამ შემთხვევაში ობსიდიანი მას ამშვიდებს.

ცისარტყელა ობსიდიანი

მას სიამოვნების ქვასაც უწოდებენ, რადგანაც ძველად სჯეროდათ, რომ ცისარტყელა ობსიდიანს ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სიამოვნებისა და სიხარულის გრძნობა. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი იწყებს ცისარტყელა ობსიდიანთან მუშაობას, ის ყოველდღიურობით ტკბობას მარტივად ახეხებს და ცხოვრებაში საკუთარ ადგილს პოულობს.

იშვიათი, ფერადი სახეობა მექსიკიდან

ეზოთერიკულ სამყაროში მიიჩნევა, რომ ადამიანებს ვისაც აქვთ ურთიერთობების პრობლემა, ვერ პოულობენ შესაფერის მეწყვილეს პირად ცხოვრებაში, ბიზნესსა თუ სამსახურში, ეს ქვა დაეხმარება მოიზიდოს ის სწორი პიროვნებები ვინც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ უბიძგებს. მიიჩნევა, რომ როგორც ყველა ობსიდიანი ცისარტყელაც საკმაოდ ძლიერი დამცავი ქვაა.

ჩაკრები

ფიფქებიანი, წითელი და შავი ობსიდიანი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა. ცისარტყელა ობსიდიანი განისაზღვრება ფერების მიხედვით, მაგრამ უმეტესად ასევე ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან.