ქრიზობერილი

ქიმიური ფორმულა – BeAl2O4
სიმაგრე – 8.5
ფერი – მოყვითალო, მომწვანო.

ქრიზობერილი პირველად 1789 წელს აღმოაჩინეს. მას სახელი ბერძნულიდან დაერქვა, რაც თარგმანში “ოქროსფერს” და “მწვანეს” ნიშნავს. თავიდან ქრიზობერილი ქრიზოლიტში ერეოდათ. მიუხედავად სახელისა ქრიზობერილი, ბერილის მინერალების ჯგუფში არ გადის. ქრიზობერილს საკუთარ უნიკალურ მინერალთა ჯგუფს მიაკუთვნებენ. იშვიათად, მაგრამ ქრიზობერილის ქვების კატის თვალის ეფექტით ნახვაც შეიძლება.

საბადოები

ქრიზობერილი ძალიან იშვიათი მინერალია, მისი საბადოები კი უფრო ძნელად საპოვნელი. ყველაზე დიდი მომწოდებელი ბრაზილია, შრი-ლანკა, ინდოეთი, ტანზანია, მადაგასკარი და რუსეთი გახლავთ.

თვისებები

ქრიზობერილს იღბალის მომტან ქვად მიიჩნევენ და ითვლება რომ მას მფლობელის ცხოვრებაში სიხარული და სიყვარული მოაქვს, ასევე ენერგია, ოპტიმიზმი და ხელგაშლილობა. ეზოთერიკოსების თქმით, ქრიზობერილს ემოციურ მკურნალადაც თვლიან. ქრიზობერილი მფლობელში გააღვიძებს კრეატიულობასა და კეთილშობილობას. საერთოში ქრიზობერილი ძლიერ დამცავ ქვად ითვლება.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ქრიზობერილს თირკმელების, პანკრიასის ღვიძლის და სისხლის მიმოქცევის პრობლემების დროს იყენებენ.

ჩაკრები

ასოცირდება მზის წნულის და გვირგვინის ჩაკრასთან – მანიპურა, საჰასრარა. ქრიზობერილი კატის თვალის ეფექტით ასოცირდება მესამე თვალთან – აჯნა.