ქარვა

ქიმიური ფორმულა – C10H16,0
სიმაგრე – 2 – 2.5
ფერი – ყვითელი, ყავისფერი, სტაფილოსფერი, წითელი.

მიუხედავად იმისა, რომ ქარვა მინერალების სიაში შედის, ის სულაც არ არის ქვა. ქარვა გაქვავებული ხის ფისია. რადგანაც ქარვა რბილი სახით ყალიბდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც მის ნატეხში სხვადასხვა მწერებს პოულობენ. ქარვა 50 მილიონ წელს ითვლის. ის ორგანული წარმოშობის მინერალების მცირე რიცხვს მიეკუთვნება, მათ შორის არიან: მარგალიტი, ამონიტი, სადაფი, მარჯანი და გიშერი.

საბადოები

ქარვის ყველაზე დიდ მომწოდებლად რუსეთი (კალინინგრადი) ითვლება. მეორე ყველაზე დიდი მომწოდებელი ბალტიისპირეთია. ქარვის მოპოვება ასევე შესაძლებელია იტალიაში, ჩინეთში, იაპონიაში, მექსიკაში, კანადაში და აშშ-ში. ასევე დომინიკის რესპუბლიკა განთქმულია ძალიან უცნაური და იშვიათი ცისფერი ქარვის ნაირსახეობით.

თვისებები

ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ქარვა უნიკალური თვისებების მატარებელია, რადგანაც მას ადამიანის როგორც დამშვიდება ასევე ენერგიით ავსება შეუძლია. ქარვა მფლობელს სწავლისაკენ მიდრეკილებას გაუღვიძებს და მას უფრო კეთილგონიერს გახდის. ეზოთერიკოსების თქმით ქარვა – სიყვარულის, დაცვის, მოთმინების, ბალანსის, ჯანმრთელობის, სისუფთავის, სიწყნარის და მიზანმიმართულობის ენერგიას ატარებს. ძველად ქარვა იღბალის ქვადაც მიიჩნეოდა, რომელსაც ქორწინებაში სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს.

სამკურნალო თვისებები

ოდითგანვე ქარვას სხეულის გასაწმენდად იყენებდნენ. ის ფარისებური ჯირკვალის ერთ-ერთ საუკეთესო მკურნალად მიიჩნევა. ლიტოთერაპევტების თქმით ასევე კარგია სხვადასხვა ტკივილის შესამსუბუქებლად, ცირკულაციისთვის, თირკმელებისთვის, გულის პრობლემებისას, ფილტვებისთვის, ძვლებისთვის და ზოგადად იმუნიტეტის პრობლემებისთვის.

ჩაკრები

ქარვა მზის წნულთან ან მეორე ჩაკრასთან ასოცირდება. გამონაკლისია დომინიკის რესპუბლიკისა და მექსიკის ქარვა, რომელიც ლურჯ ფერს დაიკრავს, ამ შემთხვევაში ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.