უნაკიტი

ქიმიური ფორმულა: Ca2(Fe,Al)Al2[O/OH/SiO4/Si2O7]+K,Mg,Mn,Sr,Ti
სიმაგრე – 6.5
ფერი – მწვანე, ჭრელი
.

უნაკიტის ქვის სახელი მის წარმოშობასთანაა დაკავშირებული. უნაკიტი აშშ–ში სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე უნაკას მთებში მოიპოვება. უნაკიტი იასპის ოჯახის წარმომადგენელია. ეს ჭრელი სილამაზე რამდენიმე ქვის ნაერთია. მასში შეიძლებაიყოს კვარცი, ეპიდოტი და წითელი იასპი, ფერიც სხვადასხვა მინარევების მიხედვით განისაზღვრება.

საბადოები

მას უმეტესად აშშ-ში მოიპოვებენ, ასევე ბრაზილიაში, აფრიკასა და სირიაში.

თვისებები

მიიჩნევა, რომ უნაკიტი ჯანმრთელი ძილის ხელშემწყობი და სტრესისგან დამცავი ქვაა, რომელიც მფლობელს დაეხმარება მიზნები რეალობად აქციოს. ამბობენ, რომ უნაკიტი არის შესანიშნავი დამაბალანსებელი საშუალება, რომელიც ადამიანის ემოციურს და სულიერ მხარეებს მოაწესრიგებს.

ეზოთერიკოსების თქმით, უნაკიტი ადამიანს ოპტიმიზმსა და მომავლის იმედს მოუტანს. მფლობელს ეხმარება პიროვნების გაზრდაში. ამბობენ, რომ საკმაოდ კარგი დამცავი ქვაცაა. ძველად მიიჩნეოდა, რომ თუ ადამიანი თავს დეპრესიულად გრძნობს და სტრესიც აწუხებს, ამ ქვის ბალიშის ქვეშ მოთავსების შემთხვევაში მომდევნო დღე ენერგიით და ოპტიმიზმით იქნება სავსე.

სამკურნალო თვისებები

ამ მხრივ უნაკიტი ლიტოთერაპევტების მიერ რეპროდუქციული განხრით გამოიყენება. მიიჩნევა, რომ უნაკიტი ასევე გამოსხივებისგან იცავს. თუ ადამიანმა მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, უნაკიტი სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაეხმარება მას.

ჩაკრები

უნაკიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.