ვარდისფერი კვარცი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – ღია და მუქი ვარდისფერი

ვარდისფერი კვარცი, კვარცის ოჯახის წევრია. მას აქვს ღია, მუქი, გამჭირვალე და დაბურული ვარდისფერი ფერი. დღესდღეისობით, ვარდისფერი კვარცი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოიპულარული კვარცის სახეობაა. იშვიათად, მაგრამ ვარდისფერ კვარცს „ვარსკვლავის ეფექტიც“ ახასიათებს. ეს ოპტიკური ეფექტი საკმაოდ იშვიათია, და ვარსკვლავის ვარდისფერი კვარცი ძნელად საშოვნი, ძვირი სიამოვნებაა.

ვარდისფერი კვარცი “ვარსკვლავის ეფექტით”

საბადოები

ვარდისფერი კვარცის ყველაზე დიდი საბადოები ბრაზილიაში მდებარეობს. ბრაზილიური ვარდისფერი კვარცი უმეტესად ნაზი ვარდისფერი ფერის მქონეა. ის ასევე გვხვდება მადაგასკარში, სადაც ვარდისფერი კვარცი უფრო გამჭირვალე და სუფთაა. მისი პოვნა ასევე ინდოეთში, გერმანიასა და აშშ-შია შესაძლებელი.

თვისებები

ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვარდისფერ კვარცს ადამიანების ცხოვრებაში ნაზი გრძნობები და სიყვარული შემოაქვს. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ თუ ადამიანს ნაპოვნი ყავს მეორე ნახევარი, ეს მინერალი მასთან ურთიერთობას გაამყარებს, ხოლო, თუ სიყვარულს ჯერ კიდევ ეძებს, ვარდისფერი კვარცი მის პოვნაში დაეხმარება.

როგორც ამბობენ ვარდისფერი კვარცი სატარებლად ძალიან უპრეტენზიო ქვაა. პრაქტიკულად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა აქვს, შეუძლია ვარდისფერი კვარცი თილისმისა და სამკაულის სახით ატაროს.

ზოგადად ითვლება, რომ ვარდისფერი კვარცის სახლში ქონა ძალიან დადებითად მოქმედებს მაცხოვრებლების ურთიერთობასა და ჰარმონიაზე. ეს ქვა გვავსებს სიყვარულითა და პოზიტივით.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, ვარდისფერი კვარცი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზემ გულისა და ტვინის მუშაობაზე. გარდა ამისა, გულთან დაკიდებული ვარდისფერი კვარცი ემოციურ სტაბილურობასა და ჰარმონიასაც განაპირობებს. ის იცავს და აღადგენს ნერვულ სისტემას. მიიჩნევა, რომ ეს ქვა კარგია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.