ქიმიური ფორმულა – Al2SiO5
სიმაგრე – 5 – 5,5
ფერი – ყავისფერი, შავი, ყვითელი
ხიასტოლიტი მინერალ ანდალუსიტის გაუმჭირვალე ნაირსახეობაა. ხიასტოლიტის ქვა, მისი ჯვრის ფორმის, შავი, გრაფიტის ჩანართებითაა ცნობილი.
მსგავსი ჯვრის ფორმის ჩანართები ახასიათებს სტავროლიტს, მაგრამ ამ ორ ქვას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
საბადოები
ხიასტოლიტის ყველაზე დიდი მომწოდებლები ესპანეთი და აშშ არიან.
თვისებები
მიიჩნევა, რომ ხიასტოლიტი ბალანსისა და ჰარმონიის ქვაა ამიტომაც ამბობენ, რომ მას მფლობელისთვის ემოციური ბალანსი, სტაბილურობა და სიმშვიდე მოაქვს.
ეზოთერიკოსების თქმით ხიასტოლიტის დახმარებით ადამიანი მარტივად შეძლებს პრობლემებთან გამკლავებას, ცვლილებებთან ადაპტორებას და კამათისას ან უსიამოვნებისას სიტუაციის სხვა პერსპექტივით დანახვას.
ხიასტოლიტს ხშირად იყენებენ კრეატიული ადამიანები, მუსიკოსები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები და ა.შ.
მისი რელიგიური დატვირთვის გამო სასულიერო პირებში ხიასტოლიტი ძალიან დაფასებული და წმინდა ქვაა. მას ხშირად ატარებენ მონაზონები, ბერები, მღვდლები და სხვა სასულიერო პირები.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტების თქმით ხიასტოლიტი კარგად მოქმედებს რევმატიზმის დროს, სისხლის მიმოქცევისა და გულის პრობლემებისას. ამბობენ, რომ მფლობელს ფილტვებისა და ბრონქების დაავადებებისგან იცავს. ზოგადად აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
ჰოროსკოპი
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ხიასტოლიტის ტარება ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია, მიუხედავად ამისა, ეს მინერალი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თევზებზე, სასწორებზე და ტყუპებზე.
ხიასტოლიტზე არსებობს საინტერესო ლეგენდა, რომ თუ მფლობელს ხიასტოლიტის გამოყენება მხოლოდ მატერიალური, ან ბოროტი და ნეგატიური მიზნებისთვის უნდა, მას მინერალი დაემსხვრევა ან დაეკარგება, რადგანაც მიიჩნევა, რომ ხიასტოლიტი ძალიან წმინდა და სუფთა ქვაა, რომელიც არ იკარებს ნეგატივს და არავის ვნებს.
ჩაკრები
ხიასტოლიტი ასოცირდება ფუძის და გვირგვინის ჩაკრასთან – მულადჰარა, საჰასრარა.